in

როგორ გახდა Wendy’s აშშ-ის პოპ-კულტურის სიმბოლო?

1969 წლის 15 ნოემბერს აშშ-ს შტატ ოჰაიოს ქალაქ კოლუმბუსში დეივ თომასმა Wendy’s-ის პირველი რესტორანი გახსნა. მაშინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ამდენი წლის შემდეგ, ბრენდი პოპ-კულტურის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცეოდა და მხოლოდ ერთ წელიწადში, კანის ლომების 20 ჯილდოს მოიპოვებდა. ამისათვის ვენდის ბრენდმა სრულიად შეცვალა საკომუნიკაციო სტრატეგია და რეალური პერსონასავით დაიწყო მოქმედება. საზოგადოებისთვის მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ის იყო, რომ Wendy’s-ის ბურგერში ყოველთვის ახალი და გაუყინავი ხორცი გამოიყენება.

კომუნიკაცია კი მრავალმხრივი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდის ვიდეოთამაშ Fortnite-თან თანამშრომლობა იყო. Wendy’s-მა თავისი პერსონაჟი შექმნა და თამაშის ფარგლებში, გეიმერები ხორცის მაცივრების გასანადგურებლად გააერთიანა და როგორც პლატფორმა FastCompany-მ შეაფასა, ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კამპანია შექმნა.

სთრიმინგი ბრენდის Twitch-ის არხზე მიმდინარეობდა. ვენდის პერსონაჟი სხვა პოპულარულ ვიდეოთამაშებშიც გამოჩნდა: Street Fighter, Super Mario Maker 2 და Super Smash Bros. საერთო ჯამში, გეიმერებმა Wendy’s-ის თამაშში 9.8 მილიონი წუთი გაატარეს და სამომხმარებლო დონეები 998,000-ჯერ ჩამოტვირთეს. ამგვარად, Wendy’s გახდა Twitch-ის პირველი ვერიფიცირებული რესტორანი და პლატფორმის ტოპ-სთრიმერების 1%-ში მოექცა. 2021 წელს, სარესტორნო ქსელის გაყიდვა 10%-ით გაიზარდა.

Wendy’s-ის ყოველი მოქმედება ცოცხალი ადამიანისას ჰგავდა. მას შემდეგ, რაც ბრენდმა მენიუში სრულიად გაუყინავი ხორცი დაამატა, ცოტათი გართობა გადაწყვიტა. მაგალითად, სასიყვარულო სიმღერებით, რომლებსაც ბეკონის ბურგერებს უძღვნიდნენ, ტროლავდნენ კონკურენტ მაკდონალდსს და იწვევდნენ მომხმარებლებს – მაგალითად, კარტერ უილკერსონს მთელი წლის მანძილზე უფასო ნაგეთსებს შეპირდნენ, 18 მილიონი რეტვიტის შემთხვევაში. კარტერის დასახმარებლად უამრავი ადამიანი გაერთიანდა. ვენდისის მასშტაბები სულ უფრო იზრდებოდა და შეხების ყველა წერტილში აქტიურდებოდა. სპეციალურად Wendy’s-ისთვის შექმნილი სიმღერა ჯერ ვლოგერების სასაუბრო თემად იქცა, შემდეგ კი, Spotify-ზე მოწინავე პოზიცია დაიკავა. კომპანია აქტიურად გამოჩნდა ამერიკის სუპერთასსა და Netflix-ის სერიალებში. კამპანიამ თავი ჯილდოების რაოდენობითაც დაამახსოვრა ადამიანებს – კანის ლომებზე, გრან პრის ჩათვლით, ოცი ჯილდო მოიპოვა. რაც მთავარია, ის დაწინაურდა რეიტინგში იქცა #2 ბრენდად ამერიკაში.

#Wendy’s #ვენდის

„სითი მოლი“–ს ლოიალობის ინოვაციური ციფრული პლატფორმა – “THE CITY MALL”

NVIDIA-ს ახალი ტექნოლოგია 2D სურათებს 3D-ში გარდაქმნის