1
Oct
2019

“ვენდი” Wolt-ის მომხმარებლებს რაგბის მსოფლიო თასის წამახალისებელ აქციაში ჩართვას სთავაზობს

1 Oct 2019

რაგბის მსოფლიო თასის გულშემატკივრებისთვის ამერიკული რესტორნების ქსელს “ვენდი” სიურპრიზი აქვს. “ვენდი”, რაგბის მსოფლიო თასის განმავლობაში, “ვოლტის” მომხმარებლებს რაგბი მენიუს მეშვეობით წამახალისებელ აქციაში ჩართვას სთავაზობს. სუპერპრიზია – მოგზაურობა ბარსელონაში ორ ადამიანზე. წამახალისებელი აქციის ფარგლებში, რაგბი მენიუს ყოველ 50-ე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს სხვადასხვა საჩუქარი:

  • რაგბის მაისური
  • რაგბის ბურთი
  • ლუდი “ესტრელას“ (0.5 ლ.) 24 ცალიანი შეკვრა ბრენდირებული ჭიქით.

რაც შეეხება სუპერპრიზს: მომხმარებელი, რომელიც კამპანიის განმავლობაში ყველაზე მეტ ვენდის რაგბი მენიუს შეიძენს, დასაჩუქრდება ორკაციანი საგზურით ბარსელონაში, ბარსას თამაშზე დასასწრები ორი ბილეთით.

აქცია მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, 28 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. ნებისმიერი პირი (18 წლის ასაკიდან), რომელიც ვენდის რაგბი მენიუს: ბურგერს, დიდი ზომის ფრისა და ლუდ “ესტრელას“ (0.5 ლ.) შეუკვეთავს Wolt-ით, ავტომატურად ხდება აქციის მონაწილე და იღებს შანსს გახდეს სხვადასხვა პრიზების მფლობელი.

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკიში დაარსდა. დღეს ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 19 ქვეყანასა და 62-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, პრაღა, თბილისი და ბათუმი.

“Wolt-ის მთავარი უპირატესობა საკვების მიტანის სერვისისადმი გამორჩეული მიდგომაა – ცდილობს, ყველა ქალაქში საუკეთესო რესტორნები აღმოაჩინოს და მომხმარებელს მათ მახლობლად მდებარე რაც შეიძლება მეტი ობიექტიდან შესთავაზოს კერძების მიტანის სწრაფი სერვისი. მოხერხებული აპლიკაცია და გამორჩეულად მეგობრული ონლაინ მხარდაჭერის გუნდი კი, ამ პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

საქართველოში Wolt 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, ამ აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისისა და ბათუმის 350-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

[R]

განხილვა