in ,

რატომ სჭირდება Wendy’s-ის სალათის მომზადებას ორი წელი?!

თუ Wendy’s-ის საზაფხულო სალათის მომზადება გადაწყვიტეთ, ფსიქოლოგთან ვიზიტისთვისაც მზად იყავით. კომპანიამ ახალ სარეკლამო რგოლში სოციალურ ქსელებში პოპულარული ვიდეო რეცეპტები გააშარჟა.

 

https://www.youtube.com/watch?v=0sukD_hEdTg&feature=youtu.be

 

მიუხედავად მარტივი დასაწყისისა, Wendy’s-ს სალათის მომზადება არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა. სალათის ინგრედიენტების, მწიფე მაყვლისა და მარწყვის მოპოვებას ორი წელი სჭირდება. სწორედ ეს არის კომპანიის მთავარი გზავნილიც. რატომ უნდა აკეთოთ თქვენით და დახარჯოთ უამრავი რესურსი მაშინ, როდესაც სალათის შეძენა Wendy’s-ს ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი? ერთწუთიან ვიდეორგოლში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება იქცეს დიასახლისებისთვის აკვიატებულ იდეად, ზოგიერთი კერძის სახლში გაკეთება. 

შემოკლებული, 30 და 15წმ-იანი, რგოლები ზაფხულის განმავლობაში ტელევიზიითაც იტრიალებს. სეზონის დასრულებასთან ერთად კი მომხმარებელს მაყვალთან დამშვიდობებაც მოუწევს, რადგან მის გაყინულ მდგომარეობაში გამოყენებას Wendy’s-ი არ აპირებს.

იუმორისტული სარეკლამო რგოლი “ქათმის სალათი კენკრით” სააგენტო VML-მა მოამზადა.

UNICEF-ის სოციალური ექსპერიმენტი ინტერნეტს იპყრობს

აქსესუარები, რომლებიც პაპარაცებისგან დაგიცავთ – Access All Brands–ის კრეატიული გადაწყვეტილება