თუ შენ ვერ ახერხებ ცოდნის მიღებას კონკრეტულ კურსებზე დასწრებით, გსურს დაზოგო დრო და ფინანსები ან უბრალოდ გაინტერესებს სხვადასხვა სფეროზე ცოდნის მიღება, მაშინ ვენროლი სწორედ შენთვისაა.
თანამედროვე სამყაროში ონლაინ სწავლა იმაზე მოთხოვნადია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამის საპასუხოდ, უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია ჩამოტვირთოს მობილური აპლიკაცია ვენროლი და უსმინოს სასურველ კურსებს ქართულ ენაზე. ვენროლის მიზანია, შექმნას შესაძლებლობები ცოდნის გაღრმავებისა და ახალი უნარების განსავითარებლად.
აპლიკაციის ფუნქციონალი მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს — კურსებს შეგიძლია მოუსმინო შენთვის სასურველი ტემპით, სასურველ გარემოში და მაშინ, როცა ამას მოისურვებ. აპლიკაცია მორგებულია თანამედროვე სტანდარტებზე და ყოველდღიურად ვითარდება სწავლის განსხვავებული გამოცდილების შესაქმნელად.
ვენროლი იმ ქართველ სპიკერებს აერთიანებს, რომლებიც თავიანთი დარგის წამყვან სპეციალისტებად მიიჩნევიან. აქ მოისმენ სხვადასხვა კურსს განსხვავებული სფეროს და ინდუსტრიის შესახებ. კურსები დაგეხმარება, არა მხოლოდ წარმოდგენა შეგექმნას შენთვის საინტერესო საკითხებზე, არამედ განივითარო კონკრეტული უნარები, ჩამოგიყალიბდეს ხედვა და განსაზღვრო განვითარების შემდგომი ეტაპებიც.
აპლიკაცია გამოირჩევა გადახდის დასავლური მოდელითაც, რაც ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი და განსხვავებული ფორმატია. გამოწერაზე დაფუძნებული გადახდა გულისხმობს შემდეგს: მომხმარებელს შეუძლია, ყოველთვიურად, ერთჯერადად 29 ლარის გადახდისას წვდომა ჰქონდეს ვენროლის არა რომელიმე კონკრეტულ, არამედ ყველა კურსზე. კურსების შეძენა შესაძლებელია ასევე 6 და 12-თვიანი გამოწერის გააქტიურებით.
ვენროლზე ამჟამად უკვე 40-ზე მეტი კურსია, რომელსაც ყოველთვიურად მინიმუმ 5 ახალი კურსი, წიგნის მიმოხილვა თუ სხვადასხვა თემაზე საუბარი ემატება.
აპლიკაციაში ნახავთ დისკუსიების ველსაც, რომელიც ვენროლის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ სხვა მომხმარებლებს, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები კურსებსა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე.
ვენროლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება თანასწორობაა, რაც ყველასთვის თანასწორი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნას გულისხმობს.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია:
[R]