in

საუკუნეების წინ დაწერილ წერილებს გაუხსნელად წავიკითხავთ – ამისათვის სტომატოლოგიური რენტგენი გამოიყენეს

ეს მათ დაუზიანებლად შენარჩუნებას შეუწყობს ხელს

1830-იანი წლებიდან, როდესაც წერილების “დასაცავად” წებოვანი კონვერტები შექმნეს. ასეთი ხელნაწერი წერილების გახსნა და წაკითხვა შესაძლოა, მარტივ მოქმედებად წარმოდგიდგეთ და მართალიც იქნებით… ძალიან ბევრი სხვადასხვაგვარი გზა არსებობდა, რომ ცნობისმოყვარე თვალებს მათი წაკითხვა შეძლებოდათ.

ახლა კი, როდესაც ასეთი წერილები ისტორიად და შორეულ მემკვიდრეობად იქცა, განსაკუთრებით საფრთხილოა მათი გახსნა და შესწავლა. სწორედ ამიტომ 11 მეცნიერისგან შემდგარმა გუნდმა გადაწყვიტა, ახალი ვირტუალური რეალობის ტექნიკის გამოყენებით მკვლევრებისთვის საქმე გაემარტივებინათ – ისინი წერილების წაკითხვას მათი გახსნის გარეშე შეძლებენ.

“ჩვენ ნამდვილად უნდა შევინარჩუნოთ ორიგინალები. თქვენ შეგიძლიათ, წერილები დალუქულ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ და ასე განაგრძოთ მათი შესწავლა” – აცხადებს ერთ-ერთი მეცნიერი ჟანა დამბროგიო.

მეცნიერთა ჯგუფმა კვლევის შესახებ პუბლიკაცია გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ ახალ ტექნიკაზე მუშაობდნენ როგორც კონსერვატორები, ისტორიკოსები, ისე ინჟინრები და გამოსახულების ექსპერტები. “თანამშრომლობის ძალა ის არის, რომ ჩვენ განსხვავებული ინტერესებისა და ხელსაწყოების გაერთიანება შეგვიძლია, უფრო დიდი პრობლემების გადასაჭრელად” – ამბობს MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი) ელექტრონიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა განყოფილების მხატვარი, მარტინ დემაინი.

წერილის ვირტუალური გახსნის პირველ ნაბიჯს წერილის რენტგენის მიკროფოთოგრაფიის აპარატში გატარება წარმოადგენს, რომელსაც ჩვეულებრივ სტომატოლოგიაში იყენებენ. მაღალმა მგრძნობელობამ, რომელიც ამ ხელსაწყოს აქვს, გარკვეული სახის მელნით შესრულებული ნაწერების წაკითხვა გახადა შესაძლებელი, ქაღალდისა და პერგამენტის მიღმა.

ასევე, MIT-ის ბაკალავრიატის სტუდენტებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც ტექსტისა და ქაღალდის მკვრივ შრეებს აანალიზებს, გრძელი და ფარული სიტყვების გასაშიფრად. წერილის ამ ტექნიკით წაკითხვის პირველი წარმატებული მცდელობა 2016 წელს შედგა, როდესაც მეცნიერებმა ნაწილობრივ გახსნილი წერილის წაკითხვა შეძლეს. საგულისხმოა, რომ ტექნოლოგიას 2D და 3D გამოსახულებების მოწოდება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია – არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერმე იქნება კონვერტი და წერილი დაკეცილი თუ არა.

ეს არის ოცნება, რომელიც კონსერვაციის სფეროში ასრულდა

როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ გზით სურდათ, შეენარჩუნებინათ წარსულის საიდუმლოება, მიუწვდომელი და ფარული თვისებები და ასე შეესწავლათ მათი შინაარსი. “ვირტუალური ქმედების გამოყენებით, პირადი ისტორიის წაკითხვა, რომელსაც არასოდეს უნახავს დღის შუქი და არ მიუღწევია ადრესატამდე, ნამდვილად არაჩვეულებრივია” – აცხადებენ მეცნიერები.

COVID-19-ით შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, „რომა“ ახალი სტადიონის მშენებლობას აჩერებს

ვანო საგინაშვილი – #პირველისამსახური