in

წერილი AI-ს, როგორც Fiverr-ის რეკლამა

BOG
BOG

გასულ შემოდგომაზე ChatGPT-ის ამოქმედებამ და ხელოვნური ინტელექტის მასშტაბურმა ზრდამ მთელ მსოფლიოში უამრავი ახალი ინტერესი გააჩინა. ვინაიდან ტექნოლოგიის უსაზღვრო შესაძლებლობებზე ყველა ალაპარაკდა, AI ექსპერტებზეც გაიზარდა მოთხოვნა. მაგალითად, სტატისტიკურად, Fiverr-ზე AI-სთან დაკავშირებული სერვისების ძიებამ 6 თვის განმავლობაში 1400 პროცენტით იმატა.

ბუნებრივია, ამ ახალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწრაფი მოქმედება იყო საჭირო. ამიტომაც, Fiverr-მა იანვარში გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის ახალი კატეგორიები და შესაძლებლობები თავის უნიკალურ კატალოგში, მათ შორის AI აპლიკაციები და AI მოდელები AI მხატვრებისთვის და კორექტირება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ასლისთვის.

თანაც ამ ყველაფერს რეკლამის გარეშე არ ჩაუვლია. კომპანიის მარკეტინგის გუნდმა გადაწყვიტა, რომ საინტერესო იქნებოდა სიახლის სწორი ფორმით გაშუქება — ერთგვარი ზღვრის დაცვა, რათა ტექნოლოგიურ აჟიოტაჟსაც აჰყოლოდნენ და თან ადამიანების „შიშიც“ არ გაემწვავებინათ. ამ იდეით შთაგონებულმა მისწერა Fiverr-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიჩა კაუფმანმა ღია წერილი AI-ს, რომელიც 29 იანვარს New York Times-ში რეკლამის სახით განთავსდა.

ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, კაუფმანი პირდაპირ მიმართავს ხელოვნურ ინტელექტს — რადგანაც გლობალურ ბაზარზე სწრაფად მზარდი ინტერესი შეინიშნება, კომპანია აჰყვა ამ „ჰაიპს“. Fiverr-ის რწმენაა, რომ ადამიანური კავშირის გარეშე, ხელოვნური ინტელექტი არ იარსებებს და ადამიანების გადასაწყვეტია, თუ როგორ გადაწყვეტენ აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებას. ასევე, ვინაიდან ბევრ კომპანიას სურს სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება, კომპანიას შესაბამის ექსპერტთა ჯგუფის შეთავაზება შეუძლია.

გარდა ამისა, წერილში ხაზგასმულია, რომ AI-ით ადამიანების ჩანაცვლებას არ აპირებენ და პირიქით, ისინი შეუცვლელები არიან.

The New York Times-ში გაშვებული ბეჭდური რეკლამის შემდეგ, Fiverr-ის მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გლობალური საზოგადოების წარმოუდგენელ ჩართულობასაც შეუწყო ხელი.

სიახლე PSP დაზღვევაში! ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ტეკილას ბოთლს კომიქსის ვიზუალური სტილი მოარგეს