„მუდმივი ექსპერიმენტირება და მოძრაობა“ — ეს ის ფრაზაა, რომლითაც ამ სტატიაში წარმოდგენილი ანიმაციების ავტორი საკუთარ შემოქმედებას ახასიათებს. Weronika Marianna-ს ანიმირებული ილუსტრაციები ფორმების ჩამოყალიბების, ერთმანეთში გარდამავალი სილუეტებით, მდგომარეობის ცვლილებებით და თავისებური რიტმით გამოირჩევა.
„განვითარების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მხოლოდ ილუსტრაცია არ მყოფნიდა. თითქოს გაჭედილი ვიყავი, ყოველგვარი შთაგონებისგან დაცლილი. და როდესაც პირველად ავამოძრავე ნახატები, მივხვდი, ახლა ყველაფერი თავის ადგილას იყო. მსგავს ნამუშევრებში შემიძლია, ჩემთვის საჭირო ტემპერამენტი ვიპოვო, თანაც პერფექციონიზმის მოთხოვნილების გარეშე“, — ამბობს ვერონიკა.