in

ნახეთ: ვეს ანდერსონის ესთეტიკის მქონე Cafe Banacado

დიზაინზე არქიტექტურულმა სტუდია ASKA-მ იმუშავა

შვედეთის არქიტექტურულმა სტუდიამ ASKA სტოკჰოლმში მდებარე კაფის Cafe Banacado-ისთვის ვეს ანდერსონისეული ინტერიერი შექმნა. ამასთან, დიზაინი კარიბის ზღვის აუზებში მდებარე კუბას ელემენტებითაა გაჟღენთილი.

BOG
BOG

“ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც ისეთ შეგრძნებას აღძრავს, თითქოს “დრო გაჩერებულია”. კუბას ესთეტიკისგან მიღებული შთაგონება ბუნებრივია, რადგან იქ აღმოჩენილი დიზაინის ენა კლასიკურ მარადიულ ფორმებს მისდევს. ამავე დროს, რეტრო და ვინტაჟის ელემენტებს აერთიანებს” – ამბობს ASKA-ს თანადამფუძნებელი პოლინა სანდსტრემი.

ამასთან, შეუძლებელია, კაფეში ვეს ანდერსონის მეოცნებე რეტრო სტილი ვერ ამოვიცნოთ, თავისი ჯადოსნურობით, ფერთა გამის გადაწყვეტითა და უჩვეულო სიმეტრიულობით. “სრულყოფილების ეს გრძნობა სივრცეს, გარკვეულწილად, ირეალურს ხდის” – აღნიშნავს პოლინა.

70 კვადრატული მეტრის კაფეში ყველაფერია სრული სიმყუდროვისთვის – დივნები, კომფორტული ღია ყავისფერი ბალიშებით, სპეციალურად ASKA-ს მიერ შექმნილი პატარა მაგიდები და ძალიან ბევრი ვინტაჟური დეტალი. ამასთან, ყვითელი ფერის აქტიური გამოყენება კაფის ატმოსფეროს თბილ და მზიან განწყობას ანიჭებს.

ინტერიერში საინტერესოა დიდი ფორმის სარკეები და “ბუნებრივი და მარადიული მასალების” გამოყენება, მათ შორის, ხისა და უჟანგავი ფოლადის.

ამსტერდამში პირველი 3D პრინტერით შექმნილი ფოლადის ხიდი განათავსეს!

შექმენით ქართული მითოლოგიური ან ისტორიული პერსონაჟი – CG GEORGIA-ს „ჩელენჯი“ VOl.3