WESOLVIT ეს არის ახალი ერთიანი IT სივრცე, რომელიც შეიქმნა კომპანია SOLVIT-ის ინიციატივით, ორგანიზაციებისთვის ტექნოლოგიური გამომოწვევების მხარდასაჭერად. მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის რეზო ლომთათიძის თქმით, კრიზისის დაწყებისთანავე, ყველა ბიზნესმა მომენტალურად გააცნობიერა, რომ გამოსავალი „ონლაინ“ სივრცეში გადასვლა და სერვისების გაციფრულება იყო. თუმცა, ეს პროცესი, ბევრი ინდუსტრიისთვის, არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
„ინფორმაციულ ტექნოლოგიებს თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ კომპანიების ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად, რაც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა. ვიფიქრეთ, რომ ჩვენი ჩართულობა, ამ პროცესში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა და ჩვენი სერვისი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. შესაბამისად შევქმენით ერთიანი IT სივრცე, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ IT სერვისებით კრიზისული და პოსტკრიზისული გამოწვევების გასამკლავებლად.“
ასე შეიქმნა wesolvit.ge, რომელიც ღიაა ერთი მხრივ ყველა იმ ბიზნეს-სუბიექტისთვის, ვისაც დახმარება ჭირდება და მეორე მხრივ IT ინდუსტრიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ვისაც დახმარების გაწევა შეუძლია. როგორც თავად ამბობენ, პლატფორმა ერთ უნივერსალურ სივრცეში საუკეთესო პროფესიონალებს აერთიანებს.“გვინდა, რომ ერთიანი ძალებით ბიზნესს შევთავაზოთ საინტერესო იდეები, დავეხმაროთ კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში“.
„IT ინდუსტრიისთვისაც და კრიზისში მყოფი კომპანიებისთვისაც ერთი მესიჯი გვაქვს – „ერთად უფრო მარტივია!“. გავერთიანდეთ და ასე გაცილებით უფრო ეფექტურად გავუმკლავდებით ტექონლოგიიურ გამოწვევებს. Wesolvit-ის ერთიან სივრცეს უკვე შემოუერთდნენ IT კომპანიები: Telnet.ge და MSGroup.ge.
პლატფორმის გამოყენება ძალიან მარტივია. თუ თქვენ კომპანიას აქვს ისეთი გამოწვევები როგორიც არის: დისტანციური მუშაობა, IT უსაფთხოება, მონაცემთა შენახვა, ინფრასტრუქტურა, ონლაინ სერვისები ან Cloud სისტემებში ტრანსფორმაცია:
- შემოდით ვებ გვერდზე: wesolvit.ge
- მოგვწერეთ საკითხი, რომლის გადაწყვეტაც გსურთ
- დაელოდეთ და აუცილებლად მიიღებთ დახმარებას
“თუ თქვენ ხართ IT კომპანია, ან „ფრილანსერი“, და გინდათ დაეხმაროთ სხვებს – შემოდით, პლატფორმაზე მარტივად დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით”.
[R]














