in

ვესტ-ჰემის ფეხბურთელმა საკუთარ კატაზე იძალადა, კლუბმა ის სოლიდური თანხით დააჯარიმა

ლონდონის „ვესტ-ჰემისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კურტ ზუმა სკანდალში გაეხვა. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ფეხბურთელი საკუთარ შინაურ ცხოველებზე, კერძოდ კი კატებზე ძალადობს. ვიდეო მისმა ძმამ იოანმა გადაიღო და შემდეგ “Snapchat”-ზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შედის ზუმა სამზარეულოში, იყვანს საკუთარ კატას, აგდებს ჰაერში, შემდეგ კი სახეში ურტყამს. შემდეგ მისაღებ ოთახში მისდევს მის ბენგალურ კატას და კვლავ ურტყამს, საიდანაც ვიდეოს გადამღები პირის სიცილის ხმა ისმის. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ესვრის კურტ ზუმა ფეხსაცმელს მის კატას. ამ ფაქტმა კლუბის გულშემატკივრები შოკში ჩააგდო, ზუმა კი ტვიტერსა და სხვა სოციალურ ქსელებში თავდასხმების მთავარი ობიექტი გახდა. დედაქალაქურმა კლუბმა მალევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება.

ვესტ ჰემი უპირობოდ გმობს ჩვენი მოთამაშის, კურტ ზუმას იმ ქმედებებს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს. გავესაუბრეთ კურტს და განვიხილავთ მის საქციელს. გვსურს განვმარტოთ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ვაპატიებთ მას ცხოველების მიმართ სისასტიკეს“, – წერია გუნდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვესტ-ჰემის განცხადებამ სიტუაცია ოდნავ დააწყნარა, მალე სოციალურ ქსელში თავად ფეხბურთელმაც მოიბოდიშა.

მინდა ვთქვა, თუ როგორ ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. მინდა ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ორივე კატა ჯანმრთელად და კარგადაა. ჩვენს მთელ ოჯახს უყვარს ის. ეს იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელიც აღარ გამეორდება”, – განაცხადა ზუმამ.

გულშემატკივრების მხრიდან ბულინგს ბოლო მაინც არ უჩანდა, მათი დიდი ნაწილი ფეხბურთელის კლუბიდან გაშვებას ან სავარჯიშო პროცესიდან ჩამოშორებასაც კი ითხოვდა. საბოლოოდ გუნდის მენეჯმენტისა და მარკეტინგის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით ფეხბურთელი მისი სახელფასო ბიუჯეტიდან 285 000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა, ეს თანხა კლუბმა ლონდონის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს გადაურიცხა. თანხა თავშესაფრის ბინადრების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, მათ კვებას, სამკურნალო და მედიკამენტების შეძენას მოხმარდება.

გავრცელებული ინფორმაციით თავშესაფარს თავად ზუმაც ეწვევა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ინტერნეტში რეაქციები მკვეთრად შეიცვალა, ფანები ამჯერად პოზიტიურ გზავნილებს ავრცელებენ, რაც დიდწილად კლუბის მარკეტინგული გუნდის და მათი გადაწყვეტილების დამსახურებაა.

როგორია Global Game Jam Georgia-ს გამარჯვებული თამაში და გუნდის სამომავლო მიზნები?

Hyundai Motor-ის სრულიად ახალი ტუსანი Sony Pictures-ის ახალ ფილმში