in

West Mood – პირველი ათ შრიანი პირბადე, რომელშიც თავისუფლად სუნთქავთ

West Mood – ვესტ მუდი – ასე ჰქვია ინოვაციურ პირბადეს, რომელზე მუშაობა ახლახანს დაასრულა კომპანია “სიო”-ს გუნდმა (სიო აერთიანებს სამ სხვადასხვა ბრენდს: Nano Mask, Sio Pack, West Mood) და აუდიტორიას უკვე წარუდგინა, პირველი, 10-შრიანი, მრავალჯერადი გამოყენების პირბადე, რომელთაგან 8 შრე ნახშირისაა, 2 კი -კოტონის.

აღსანიშნავია, რომ მრავალი დეტალის დამსახურებით, ვესტ მუდის პირბადე ყველაზე მოსახერხებელია და ყველა ტიპის სახეს შეესაბამება.

პირბადის ყოველდღიური მოხმარება ბევრ სხვადასხვაგვარ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რაც მის რუტინულ ტარებას დამღლელ და შემაწუხებელ პროცესად აქცევს. ვესტ მუდის იდეის წარმოშობაც სწორედ ამ ნეგატიურ მიზეზებს უკავშირდება. როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ახალი პროდუქტის შექმნისას გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რომელსაც მანამდე არსებული პირბადეების მოხმარებისას ხშირად ვხვდებოდით.  

მაგალითად, ვესტ მუდის პირბადე მორგებისას არ საჭიროებს ყურებზე ფიქსაციას, რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო მათთვის, ვინც პირბადეს რეგულარულად მოიხმარს. ასევე, რელიეფური, ორმაგი და ყველაზე გრძელი ფიქსატორის მეშვეობით, ის იმდენად მჭიდროდ ერგება სახეს, რომ სათვალეც კი აღარ გვეორთქლება. ვესტ მუდი მრავალჯერადია და რეცხვის გარდა, მაღალკონცენტრირებული ანტისეპტიკის გამოყენებით მშრალი წმენდის საშუალებასაც იძლევა, რომელიც პირბადის შეძენისას მომხმარებელს სასაჩუქრე შეფუთვასთნ ერთად გადაეცემა.

ერთის მხრივ, ვესტ მუდის ბენდენასთან მსგავსება და ვიზუალური ეფექტურობა, რომელიც კოვბოურ სტილთანაა დაკავშირებული, მართლაც გვეხმარება, პირბადის ტარების დროსაც კი ვიგრძნოთ თავი ლამაზად და თავდაჯერებულად. თუმცა სწორედ ამ მსგავსებამ არაერთი გაურკვევლობა წარმოშვა – ვესტ მუდი ხალხის ნაწილს ჩვეულებრივ შარფსა თუ ბენდანაში ერეოდა. ამიტომაც, შიდა მხრიდან დატანილი აქვს სპეციალური იარლიყი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი გამოყენება, რეგულაციების ფარგლებში, ყველგან ნებადართულია” – ამბობს გიორგი გოგეშვილი, “სიოს” დამფუძნებელი.

ასევე, მწარმოებლებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ვესტ მუდი შესანახად მოსახერხებელი და დაცული ყოფილიყო, ამიტომ მოხსნის შემდეგ ის კომპაქტური ბრელოკი ხდება.

West Mood-ის გაყიდვები 31 დეკემბერს დაიწყო და იანვრის ბოლომდე მისი შეძენა 55 ლარადაა შესაძლებელი, თებერვლიდან კი ფასის ეტაპობრივი ზრდა იგეგმება.

 

[R]

„ლანჩობას“ 2020 და ახალი პროდუქტი

წარმოიდგინეთ სამსახურში დასაქმება რეზიუმეს გარეშე