in

Sio-მ West Mood-ის პირბადის საზაფხულო მრავალშრიანი მრავალჯერადი მოდელი გამოუშვა

პირბადეების მწარმოებელმა კომპანია “სიო”-მ, 2020 წლის 31 დეკემბერს აუდიტორიას ძლიერი დაცვის მქონე, 10-შრიანი პირბადე West Mood-ი წარუდგინა.

გარდა ძლიერი დაცვისა, ვესტ მუდმა მომხმარებელი იხსნა სათვალის დაორთქვლისგან, ყურების ტკივილისგან, აკნესგან და პირბადის დარჩენისგან. ამგვარად, ის გახდა საჭირო, მოხდენილი აქსესუარი ქალბატონებისთვის, ბავშვებისთვის და მამაკაცებისთვის – განსაკუთრებით მათთვის, ვინც წვერს ატარებს.

თავდაპირველად, ვესტ მუდმა ტესტირება გაიარა ლუგარის ლაბორატორიაში (NCDC), მოგვიანებით კი, მოიპოვა 3 საერთაშორისო SGS სერტიფიკატი.

გიორგი გოგეშვილი, კომპანია სიო-ს დამფუძნებელი: „ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ West Mood-ის ყველა მოდელი ეფექტურად ჭრიდეს უსაფრთხოების, აკნეს, წვერის, სათვალის დაორთქვლისა და ყურების ტკივილის პრობლემას. ყველა ამ პრობლემის ერთი აქსესუარით გადაწყვეტამ განაპირობა მისი წარმატებული გაყიდვები მსოფლიოს მასშტაბით და გამოაჩინა მეტი განვითარების შესაძლებლობა.“

ამჯერად, კომპანიამ ვესტ მუდის საზაფხულო და საოფისე 6 შრიანი მოდელი წარადგინა, რომელთაგან 4 – ნახშირბოჭკოვანი SMS შრეა, 2 შრე კი 100%-იანი ბამბისგან მზადდება.

საზაფხულო West Mood სამჯერ უფრო მსუბუქი, სუნთქვადი და გრილია, ვიდრე მისი წინამორბედი ვერსია.ის საიმედო დაცვაა მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა და ხშირად უწევს სხვადასხვა, არაპროგნოზირებად გარემოში ყოფნა, იქნება ეს დახურული თუ ღია სივრცე. საოფისე ვესტ მუდი კი შეიქმნა მათთვის, ვინც საოფისე გარემოში პირბადით დიდ დროს ატარებს და მეტი დაცულობა და კომფორტი სჭირდება. რაც მთავარია, არც ერთი მათგანი არ ღალატობს მთავარ ღირებულებებს, ჯანსაღი კანის აღდგენა-შენარჩუნებას, ყურების გარეშე ფიქსაციას, სათვალესთან ადაპტაციასა და მოხდენილობას ოფიციალური დრეს-კოდის ტარებისას.

„ვხედავდით, რომ მომხმარებელს სურდა ვესტ მუდის კონცეფციით შექმნილი აქსესუარის ტარება ოფიციალურ დრეს-კოდთან ერთად, წინა ორი მოდელის შარფის მსგავსი დიზაინი კი არ აძლევდა ამის საშუალებას. ამიტომ შეიქმნა საოფისე ვესტ მუდი მათთვის, ვისაც სამსახურში რამდენიმე საათის მანძილზე უწევს პირბადის გამოყენება”.

 

“მომხმარებელს დისკომფორტს უქმნიდა მრავალჯერადი პირბადის რეგულარული რეცხვა, ამიტომ ვესტ მუდის კომპლექტაციაში შედის სპეციალური ანტისეპტიკი, რომელიც დამზადებულია ნეიტრალური სპირტის ბაზაზე. ფილტრების დამუშვებიდან რამდენიმე წუთში, ვესტ მუდი მზადაა ხელახლა გამოყენებისთვის.

ახლო მომავალში, ვესტ მუდი კიდევ ერთ მოდელს – “ვესტ მუდ ადაპტერს” წარადგენს. ამ დროისათვის, მოდელი გამოცდის სტადიაზეა და განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც თავს დაცულად მხოლოდ ქირურგიულ პირბადეში გრძნობს. შესაბამისად, ადაპტერს არ აქვს ინტეგრირებული ნახშირის ფილტრები. მასში მარტივად თავსდება ერთჯერადი სამშრიანი პირბადე, რის შემდეგაც ის აღარ საჭიროებს ყურზე ფიქსაციას, ხდება მოხდენილი, სატარებლად კომფორტული და რაც მთავარია, შესაბამისობაში მოდის WHO-ს რეკომენდაციასთან.

“ჯანმოს 6 აპრილის რეკომენდაციით ერთჯერადი სამედიცინო პირბადე მჭიდროდ უნდა ფიქსირდებოდეს ნაჭრის პირბადის საშუალებით. ვესტ მუდ ადაპტერი კი შექმნილია აღნიშნული რეკომენდაციის ზედმიწევნით, კომფორტულად და მოხდენილად დასაცავად. ერთჯერადი, სამშრიანი პირბადის ადაპტერში მოთავსებით მომხმარებელი ღებულობს მარტივად გამოყენებად 5-შრიან პირბადეს და იმ სიკეთეებს, რასაც ზოგადად, ვესტ მუდის კონცეფცია ემსახურება: ყურების გარეშე სწრაფი ფიქსაცია, სათვალის დაორთქლვისგან დაცვა, ჯანსაღი კანის შენარჩუნება და ეს ყველაფერი მოხდენილად, წვერის ტარების შემთხვევაშიც კი.“

ვესტ მუდი დამზადებულია საქართველოში, გამოირჩევა ხარისხიანი მომსახურებითა და უსწრაფესი მიწოდებით როგორც ქვეყნის ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

[R]

მოდი სტადიონზე დედასთან ერთად – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის კამპანია

ქართველი YouTube ტექნოვლოგერი, რომელიც ასიათასობით გამომწერს პროგრამირებას ინგლისურად ასწავლის