რეჟისორი სტივენ სპილბერგი “ვესტსაიდური ამბის” ახალ ფილმს გადაიღებს. პირველი ეკრანიზაცია 1961 წელს გამოვიდა. ტონისა და მარიას სიყვარული ამბავი, რომელიც ნიუ-იორკელ ქუჩის ბანდების დაპირისპირების პარალელურად ვითარდება, რომეოსა და ჯულიეტას ტრაგედიას ჰგავს. ფილმის განახლებულ ვერსიაში მარიას როლს 17 წლის რეიჩელ ზეგლერი ითამაშებს. რეიჩეილმა კასტინგში 30,000 კონკურენტს შორის გაიმარჯვა. ტონის როლში კი ანსელ ელგორტი მოგვევლინება. ანიტას როლს მსახიობი ადრიანა დებოსე მოირგებს, ხოლო მარიას ძმას, ბერნარდოს – დევიდ ალვარეზი. რიტა მორენო, რომელმაც ანიტას როლისთვის ოსკარი უკვე მოიპოვა, ამჯერად, ვალენტინას სახით მოგვევლინება. მორენო ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. სპილბერგთან ერთად, სცენარისტი ტონი კუშნერი იმუშავებს.
ფილმისთვის მუსიკა ლეონარდ ბერნშტეინმა შექმნა. სავარაუდოდ, სიმღერების უმეტესობას ახალ ვერსიაშიც შევხვდებით. 1961 წელს გამოსულ ფილმში მარიას როლს ნატალი ვუდი, ტონისას კი, რიჩად ბეიმერი ასრულდებდნენ.
ფილმის გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, როგორც ამბობენ, ფროდაქშენი 2019 წელს დაიწყება.