7
Mar
2017

რაში ეჯიბრებიან პატარა გოგონები ერთმანეთს? – 8 მარტისთვის შექმნილი Western Union–ის კამპანია

7 Mar 2017



რისი მიღწევა შეუძლია ნებისმიერ ქალბატონს? გახდეს ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი, გაისეირნოს მთვარეზე, დადგას ფეხი მარსზე და ა.შ. შესაძლებლობები უსასრულოა, საჭიროა მხოლოდ შესაბამისი განათლების მიღება. აღმოჩნდა, რომ ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მხოლოდ თაიგულების ჩუქებით არ შემოიფარგლება და ისეთმა სერიოზულმა კომპანიამ, როგორიც Western Union–ია, ის ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიის წამოსაწყებად გამოიყენა. კომპანიამ გადაწყვიტა მეტი სტიმული მიეცა პატარა გოგონებისთვის განათლების მიღებაში და შექმნა კამპანია #TheRaceIsOn, რომლის მიზანიც ნებისმიერი მათგანისთვის საჭირო განათლების უზრუნველყოფაა. ბრენდმა ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ძალიან შთამბეჭდავი ვიდეორგოლიც შექმნა.

 

განხილვა