in

„ჩვენ ადამიანებს ადამიანურად ვეპყრობით“ – ავიაკომპანიის რეკლამის მეტაფორული გადაწყვეტა

 

BOG

კანადაში არსებულმა ავიაკომპანიამ WestJet გადაწყვიტა, ახალი ნამუშევრით მისი კონკურენტების მომხმარებლებისადმი მიდგომა და ამით, საკუთარი უპირატესობა წარმოეჩინა.

სააგენტო Rethink-თან თანამშრომლობით შეიქმნა გზავნილი: „ჩვენ ადამიანებს ადამიანურად ვეპყრობით“, ვიზუალურად კი სიუჟეტი ასე გადაწყდა:

აეროპორტი პირუტყვით გაავსეს და ზუსტად იმ სიტუაციაში ჩააგდეს, რასაც ხშირად ადამიანები აწყდებიან ხოლმე: ფრენის გადადება ან გაუქმება, ვალდებულების შეუსრულებლობა და სხვა, რომელზეც ძროხების ნეგატიური რეაქცია გაბმული „მუუთი“ გამოიხატება.

რეკლამა არა მეტაფორული, არამედ რეალური ადამიანებით სრულდება, რომლებიც აეროპორტში რეგისტრაციას გადიან. ეკრანზე კი ჩნდება ტექსტი: „ჩვენ გვჯერა, რომ ავიაკომპანიები ადამიანებს ადამიანურად უნდა ეპყრობოდნენ“.

https://www.youtube.com/watch?v=isOwg1x9-rg

იმ შემთხვევაში, თუ კითხვა გაქვთ, აეროპორტი მართლა ამდენი ძროხით გაავსეს, თუ არა, შეგიძლიათ, რეკლამის შექმნის პროცესიც იხილოთ.

„ძროხების უსაფრთხოება პრიორიტეტად დავისახეთ“, – ამბობს რეჟისორის პირველი ასისტენტი. ისინი იცვლებოდნენ და გადაღების პროცესში არცერთი არ დასტრესილა.

https://www.youtube.com/watch?v=Fmrt446-7So

ინტელექტს არ აქვს სქესი! – UNDP Georgia-ს ვიდეორგოლი

გიორგი კინწურაშვილი – #პირველისამსახური