ავიაკომპანია WestJet-ით მგზავრობა მომხმარებლისთვის დაუვიწყარი თავგადასავალია ხოლმე, არაჩვეულებრივი სიურპრიზებითა და მხიარული კამპანიებით. ამჯერად, კომპანიამ ყველა რეკორდი მოხსნა და მოულოდნელობით გააოცა თავისი მგზავრები. ლას-ვეგასის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს გამცილებელმა, ფრენის დროს, ჯერ სავარძლის ნომრების დამახსოვრება, ხოლო შემდეგ ფანჯარაში გახედვა სთხოვა. ამ საოცარ ფრენამდე 7 დღით ადრე, WestJet-ის წარმომადგენლებმა ლას-ვეგასის მახლობლად, ერთ-ერთ უდაბნოში, უშველებელი, რეკორდული მასშტაბების განათებები დააყენეს, რომლებსაც მომხმარებლისთვის იმ არაჩვეულებრივი სიურპრიზის შესახებ უნდა შეეტყობინებინა, რაც იღბლიან მგზავრებს ფრენის დასასრულს ელოდათ.
WestJet-მა სხვა კადრებიც შემოგვთავაზა იმ ამბებზე, რაც უშუალოდ განათების მონტაჟისა და მთლიანად კამპანიის შესრულების პროცესში ხდებოდა.














