WeTransfer-ით თუ ხშირად გიგზავნიან ან აგზავნით ფაილებს, გადმოწერაც თუ გავიწყდებათ ხოლმე, მაშინ 3-დღიანი ვადა თქვენთვისაც დიდი თავსატეხი იქნება. შემდეგ კიდევ მოგიწევთ იმის თხოვნა, რომ ფაილები გადმოგიგზავნონ ან, პირიქით, თავადვე იქნებით ამ თხოვნის ადრესატი… მოკლედ, WeTransfer-მა გადაწყვიტა, ამ გასაჭირისგან გვიხსნას.
მომხმარებლებს Save for Now-ის ფუნქციით ვადების გახანგრძლივების საშუალებას აძლევს მობილურ აპლიკაციაში. ამბობენ, რომ WeTransfer-ის ლინკი 30 დღემდე იქნება მოქმედი, ამისთვის უბრალოდ მობილური აპლიკაციის ცალკეულ ფაილში შენახვის ფუნქცია უნდა გამოიყენოთ. თუმცა თუ დაგავიწყდებათ, კვლავ ძველი პრობლემა შეგახსენებთ თავს.
ფიქრობენ, რომ ეს ფუნქცია გამოსადეგი იქნება მაშინ, როცა ფაილების დაუყოვნებლივ გადმოწერის დრო არ გაქვთ, მაგრამ გინდათ, რომ მასზე წვდომა მოგვიანებით მიიღოთ. უფასო გამოწერის შემთხვევაში ლინკის მოქმედების ვადა 3-დან 7 დღემდე შეგიძლიათ, გაზარდოთ.
შეგახსენებთ, რომ პლატფორმას 600 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი კი 80 მილიონს შეადგენს…