in

Sony-ს ახალი უსადენო ყურსასმენი ერთ დამუხტვაზე 35 საათს გაგიძლებთ

veon
veon

Sony-მ ახალი უსადენო ყურსასმენი – WH-CH710N წარადგინა, რომელიც გარემოს ხმის დახშობისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. აღნიშნული ტექნოლოგიის დახმარებით, მას შეუძლია გარემოს ანალიზი და გარემოსთან შესაბამისობაში, ხმის დახშობის მიღწევა. მაგალითად, ის სხვადასხვაგვარად მოქმედებს მაშინ, როცა ქუჩაში სეირნობთ, ან მატარებელში ზიხართ. ამას ემატება სწრაფი დამუხტვის ფუნქციაც – 10 წუთში მას 60 წუთის სამყოფი ენერგიით მოამარაგებთ, ხოლო სრული დამუხტვის შემთხვევაში, ის 35 საათს გაგიძლებთ.

აღსანიშნავია, რომ ყურსასმენს აქვს ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერა (Google Assistant და Amazon Alexa), რაც ნიშნავს, რომ მისი ჩართვა, გამორთვა, მუსიკის გადართვა, ხმის დაწევა, ვინმესთან დარეკვა თუ სხვა რამ, ხმოვანი ბრძანების საფუძველზე შეგიძლიათ. მოწყობილობის ფასი 130 ევროა.

ნუ დებ “ნუდებს”! – კამპანია სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ

რეგიონში ყველაზე მსხვილი სამაგიდო თამაშების პლატფორმად ქართული ბრენდი გამოვლინდა