in

გავიხსენოთ – რა მოგვცა 2020-მა წელმა?

2020 წელი თითქმის მიილია, რამდენიმე საათიც და ახალი იმედებითა და განწყობით შევაბიჯებთ 2021-ში…

pasha-statiebi
pasha-statiebi

ვიდრე საათი 12-ს ჩამოკრავს, დავფიქრდეთ სამ კითხვაზე – რისთვის ხართ მადლიერი? რა ისწავლეთ? და რა არის ის, რისი გახსენებაც გსურთ?

შესაძლოა, მადლიერებასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი ბევრი სხვა მათგანის პასუხს დაემთხვას და თქვათ, რომ მადლიერებას პროფესიული თუ პირადი ურთიერთობების სიმყარისათვის განიცდით. 2020-ში წარმოქმნილმა სიტუაციამ ნამდვილად დაგვანახა, რომელი და როგორი ურთიერთობა ღირს. ჩვენ მადლიერები ვართ იმ ადამინების, ვინც ჩვენს გვერდით იყო მთელი წლის განმავლობაში, იქნებიან ესენი ოჯახის წევრები, კოლეგები, ექიმები თუ პაციენტები.

და მაინც, კონკრეტულად რისთვის ვართ მადლიერები?

“მე მადლიერი ვარ იმისათვის, რომ მიუხედავად დაინფიცირებისა, არ მომიწია საავადმყოფოში წასვლა. მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ვირუსმა დიდი ხნით არ შემიშალა ხელი მუშაობაში. მადლიერი ვარ, რომ ჩემს სამსახურში დღემდმე ვპოულობ მიზანს, რომლის განხორციელების ნაწილიც ყოველდღიურად შემიძლია ვიყო.” – ლორი მასადი.

“მე მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ახალ კარიერულ გზაზე დავდექი. მადლიერი ვარ, რომ ვმუშაობ კომპანიაში, სადაც დღითიდღე ვიზრდები და მყავს ისეთი კოლეგები, რომლებიც არა თუ ხელს მიშლიან მიზნის მიღწევაში, არამედ ყველაფერს აკეთებენ ჩემს დასახმარებლად.” – მელანი ჯენისი.

“მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ასეთი რთული პერიოდის დროს ადამიანების დახმარება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შევძელი. მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი იმისათვის, რომ მზად ვყოფილიყავი მსგავსი სიტუაციებისთვის” – ჯოშ ლოუენტრიტი.

“მე, როგორც ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ყველანი უფრო კარგად ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ ვირტუალურად.” – ელის მეინარდი. 

რა ვისწავლეთ?

“წელს მე ვისწავლე 5-5-ის წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ იმ კონკრეტულ რაღაცას, რაც ახლა გაღელვებთ, 5 წელში არანაირი მნიშნელობა არ ექნება, ნუ დაუთმობთ მას 5 წუთზე მეტ დროს. ეს მე ძალიან დამეხმარა რთულ სიტუაციებში და ვიმედოვნებ, რომ სხვებიც მიმართავენ ამ წესს.” – ჯოლი საკამოტო. 

“მე ვისწავლე დადებითი განწყობის, პოზიტივის შენარჩუნება მაშინაც კი, როცა მინდოდა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.” – ჯონი მაიზი. 

“მე, როგორც ანესთეზიოლოგმა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიკვდილი საკუთარი თვალებით ნახა, გავაცნობიერე, თუ რამდენად ადვილად მსხვრევადები ვართ ადამიანები. ასე ვისწავლე, რომ ყოველი დღის და იმის, რასაც ცხოვრება გვთავაზობს, მადლიერები უნდა ვიყოთ”. – რატნა მაკერი.

“თაღლითობის სიები ყალბია. ჩემი ღირებულებების, მრწამსისა და ზნეობის რეალური ყოველდღიური ცოდნა მდიდარია.” – ჯიმ თრუნიქი.

რა გვინდა, რომ გვახსოვდეს?

“ცხოვრებაში პირველად ჩემი პირადი ცხოვრება და სამსახური ერთმანეთში აირია. Zooom-ში შესული ბავშვები, მეუღლეები, რომლებიც საქმიან შეხვედრებს სახლიდან ესწრებიან. ამ ყველაფერმა უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. აღარ გვეჩვენება, რომ არ ვართ მშობლები, მეუღლეები, ქალიშვილები, ვაჟები, მზრუნველები და შინაური ცხოველების მოყვარულები. ჩვენ ვიბრძოდით, ვიცინოდით, ვფიქრობდით, ვცდილობდით და ერთად გადავურჩით ამ პანდემიას.” – ქეროლ ენ-ლი. 

“იძულებული ვიყავი სახლიდან მემუშავა და მე აღმოვაჩინე ცხოვრების რამდენიმე “მარტივი” სიხარული, მაგალითად, ჩემს ოჯახთან ერთად ყოველ დილით საუზმე.” – ალან ბრაუნი.

“ამ პანდემიური თვეების შემდეგ, ოჯახი კვლავ საყრდენია ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ცოლს, შვილს, ქალიშვილებს, მშობლებს, ძმებსა და სიმამრს მთელი მოთმინებისა და სიყვარულისთვის.” – მარიო ალტამირანო. 

“მე მხოლოდ საკუთარი ფანტაზიით ვარ “შეზღუდული”. მე შემიძლია ვისწავლო, გავიზარდო და განვვითარდე მაშინაც კი, როცა სახლში ვარ გამოკეტილი.” – ერიკა შულცი.

წყარო: HBR



„მშვიდობა და მეგობრობა“ – 1960-იანების პოსტერი თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე

ერთგული მეგობრები, რომლებმაც 2020 წელი შეგვიმსუბუქეს