in ,

რას ნიშნავს AI ხმის ბრენდინგი კომპნიებისთვის?

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი ხმა განვითარებად ლანდშაფტს წარმოადგენს. ადამიანისა და მანქანის ეს ორმხრივი ურთიერთქმედება ყველგან ხდება, ქოლ-ცენტრებიდან დაწყებული, ჭკვიანი დინამიკებით დასრულებული. თითოეულ მათგანს საკუთარი ბრენდის იდენტობა და გამოხატულება გააჩნია — მაგალითად, თუ Alexa-ს, Amazon Echo Dot-ს ან Google Home Mini-ს დაუსვამთ შეკითხვას, სავარაუდოდ, პასუხები ერთმანეთის მსგავსი იქნება, მაგრამ მათი მოწოდების გზები განსხვავდება.

ეს იმიტომ ხდება, რომ თითოეულ პლატფორმას ესმის ჩვენი და განსხვავებულად რეაგირებს ჩვენს საკუთარ NLP-სა (Natural Language Processing) და NLU-ზე (Natural Language Understanding). მარტივად, მათი პროგრამული უზრუნველყოფა ჩვენს მეტყველებას ამოიცნობს და შემდგომში ვერბალურ ზრახვებს განსაზღვრავს. ამ შესაძლებლობის საფუძველზე, კომპანიებს შეუძლიათ, AI ხმის ბრენდინგი განავითარონ.

როგორ იქმნება AI ხმა?

სინთეზური ხმები შეიძლება მთლიანად კომპიუტერულად გენერირდეს (გახსოვთ სტივენ ჰოკინგის ხმა?), მაგრამ ახლა უფრო ხშირად ადამიანის ხმების კლონირებით იქმნება. კლონირების პროცესი გულისხმობს სიტყვების, შიფრების ან აბზაცების ინდივიდუალურად ჩაწერას, რათა AI ალგორითმი მოამზადოს, რომელსაც შემდეგ ხმის ნიმუშების შერწყმა (აუდიო ფრაგმენტების სისტემატურად შეერთება) შეეძლება — სირთულის სხვადასხვა ხარისხით ორიგინალური ხმის რეპროდუცირებისთვის. ხოლო კლონირების პროცესის დასრულების შემდეგ, მისი გამოყენება მოითხოვს პროცესს, რომელიც ცნობილია, როგორც text-to-speech (TTS)

უმეტეს შემთხვევაში AI ხმა ხმამაღლა წაიკითხავს იმას, რაც დაწერილია (ტექსტი). მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია დაფუძნებულია ხელმისაწვდომობაზე, მისი გამოყენების შემთხვევები ძალიან მრავალფეროვანია, ეკრანის წამკითხველებიდან სრულფასოვან საუბრებამდე და სხვა. ამასთან, ეს მეთოდები ჯერ კიდევ რთული და ხმაზე დაფუძნებულია და ჩაწერას საჭიროებს.

როდესაც TikTok-მა პირველად გამოუშვა TTS ფუნქცია, მას სხვა ნაგულისხმევი ხმა ჰქონდა, რომელიც ცოტა რობოტული ხასიათით ხასიათდებოდა. მალევე ამ ხმამ მთელი სოციალური მედია მოიცვა, თუმცა ხმის მსახიობმა ბევ სტენდინგმა კომპანიის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი — ბრალდებით, რომ მისი ხმა ნებართვის გარეშე გამოიყენეს. მართალია, პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ეს სცენარი ბევრ კითხვას ბადებს კლონირების ეთიკისა და კანონიერების შესახებ.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ასეთია: ბევრ ადამიანს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ AI ხმა აიძულონ, რაღაც ისეთი თქვას, რასაც ორიგინალი ხმის მსახიობი არ იტყოდა — მათ შორის, უხამსობისა და სიძულვილის ენის შემცველი ნარატივი. პირადი ბრენდის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხმის მსახიობებმა უნდა იპოვონ საკუთარი ბალანსი კომფორტსა და კომპენსაციას შორის.

აუდიო ინფლუენსერები

რამდენადაც ბრენდები სულ უფრო ხშირად ახორციელებენ რეკლამას სოციალურ მედიაში, ისინი იმავე კრეატიული საშუალებების გამოყენებას იწყებენ, როგორც მომხმარებლები. რეკლამის მრავალი სხვა ფორმის შემთხვევის მსგავსად, რეკლამები შინაარსთან შერწყმას იწყებს. Instagram-ის რეკლამები ახლა ფუნქციონირებს, როგორც ახალი თაობის სარეკლამო რგოლები. ბოლო დრომდე ცნობილი ადამიანების წარმომადგენლები ამ სარეკლამო კამპანიებში ინფლუენსერები იყვნენ. თუმცა ახლა ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს ინფლუენსერებს.

AI ხმები ახლა მოქმედებს როგორც „ინფლუენსერ აუდიო“. ხელოვნური ინტელექტის ამ ხმოვანმა პირებმა მემკვიდრეობით მიიღეს ინფლუენსერის წოდება, რადგან ისინი გამოიყენება პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციისთვის და მათი უსხეულო ხმები „ადვილად იყიდება“.

მინერალური წყალი „ბორჯომი” Sial Paris 2022-ის გამოფენაზე!

Mentos-მა ენოტებს ნარჩენების გადამამუშავებელ ურნაში მოთავსება ასწავლა!