თუ ჩვენი რუბრიკის აქტიური მკითხველი ხართ, ალბათ, უკვე გაეცანით იმ კომპანიებსა თუ ფონდებს, რომელთა დახმარებითაც საინვესტიციო პორტფელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. თითოეული მათგანი განსხვავებულ შესაძლებლობებს და, გამოტანილი აქციების შეძენის შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის მოგებას იძლევა.
ინვესტორებს განსაკუთრებით უყვართ ისეთი ფასიანი ქაღალდების შეძენა, საიდანაც დამატებით დივიდენდებს იღებენ და მათ საინვესტიციო პორტფელში პასიური შემოსავლები ჩნდება. არსებობს ამ, დივიდენდების მომტანი აქციების სხვადასხვა ტიპი, თუმცა, მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული არისტოკრატიული დივიდენდებია.
ინვესტიციის ასეთ საშუალებას ყველა კომპანია არ იძლევა. საამისოდ, საჭიროა, თავად აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: – იყოს საჯარო ვაჭრობის კომპანია, რომელიც თითოეულ ინვესტორს, უხდის დივიდენდს, ბოლო 25 წლის განმავლობაში. ასევე – უნდა იყოს S&P 500-ის წევრი. ასეთ კომპანიებს სახელიც შესაბამისი აქვთ: დივიდენდის არისტოკრატები.
„[არისტოკრატიული დივიდენდები] ფინანსურ პორტფელზე მოსხმული ცხარე სოუსია, რომლითაც ის უფრო გემრიელი ხდება“, – ამბობს ჯორდან ბენოლდი, Planning-ის სერტიფიცირებული ფინანსური დამგეგმავი.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, 65 დივიდენდის არისტოკრატი არსებობს. ამ სიას ყოველ წელს ის კომპანიები ემატება, რომლებიც სტაბილურად უხდიან დივიდენდებს თითოეულ ინვესტორს, 25 წლის განმავლობაში. ოღონდ, თუ რომელიმე წელს მის ჩვეულებისამებრ გაზრდას ვერ მოახერხებს, ათვლა თავიდან იწყება და კიდევ 25 წელი უნდა გავიდეს, რომ დივიდენდი არისტოკრატების სიაში მოხვდეს.
ახლა გაგაცნობთ, 2021 წლის 65 დივიდენდის არისტოკრატ კომპანიებს:
COMPANY | SECTOR | YEARS OF DIVIDEND GROWTH |
---|---|---|
3M (MMM) | Industrials | 63 |
A.O. Smith (AOS) | Industrials | 28 |
Abbott Laboratories (ABT) | Health care | 49 |
AbbVie (ABBV) | Health care | 49 |
Aflac (AFL) | Financials | 38 |
Air Products and Chemicals (APD) | Materials | 39 |
Albemarle Corp. (ALB) | Materials | 27 |
Amcor PLC (AMCR) | Materials | 38 |
Archer-Daniels-Midland Co. (ADM) | Consumer staples | 47 |
AT&T (T) | Communications services | 36 |
Atmos Energy Corp. (ATO) | Utilities | 34 |
Automatic Data Processing (ADP) | Information technology | 46 |
Becton, Dickinson & Co. (BDX) | Health care | 49 |
Brown-Forman Corp. (BF-B) | Consumer staples | 37 |
Cardinal Health (CAH) | Health care | 34 |
Caterpillar (CAT) | Industrials | 27 |
Chevron (CVX) | Energy | 34 |
Chubb (CB) | Financials | 28 |
Cincinnati Financial (CINF) | Financials | 61 |
Cintas Corp. (CTAS) | Industrials | 37 |
The Clorox Co. (CLX) | Consumer staples | 45 |
The Coca-Cola Co. (KO) | Consumer staples | 59 |
Colgate-Palmolive (CL) | Consumer staples | 59 |
Consolidated Edison (ED) | Utilities | 47 |
Dover (DOV) | Industrials | 65 |
Ecolab (ECL) | Materials | 29 |
Emerson Electric (EMR) | Industrials | 59 |
Essex Property Trust Inc. (ESS) | Real estate | 27 |
Expeditors International of Washington Inc. (EXPD) | Industrials | 27 |
ExxonMobil (XOM) | Energy | 37 |
Federal Realty Investment Trust (FRT) | Real estate | 49 |
Franklin Resources (BEN) | Financials | 40 |
General Dynamics (GD) | Industrials | 30 |
Genuine Parts (GPC) | Consumer discretionary | 65 |
Hormel Foods (HRL) | Consumer staples | 55 |
Illinois Tool Works (ITW) | Industrials | 50 |
International Business Machines (IBM) | Information technology | 25 |
Johnson & Johnson (JNJ) | Health care | 59 |
Kimberly Clark (KMB) | Consumer staples | 48 |
Leggett & Platt (LEG) | Consumer discretionary | 50 |
Linde (LIN) | Materials | 28 |
Lowe’s (LOW) | Consumer discretionary | 47 |
McCormick & Co. (MKC) | Consumer staples | 35 |
McDonald’s (MCD) | Consumer discretionary | 44 |
Medtronic (MDT) | Health care | 43 |
NextEra Energy Inc. (NEE) | Utilities | 25 |
Nucor (NUE) | Materials | 48 |
Pentair (PNR) | Industrials | 44 |
People’s United Financial (PBCT) | Financials | 28 |
PepsiCo (PEP) | Consumer staples | 48 |
PPG Industries (PPG) | Materials | 49 |
Procter & Gamble (PG) | Consumer staples | 65 |
Realty Income Corp. (O) | Real estate | 26 |
Roper Technologies (ROP) | Industrials | 28 |
S&P Global (SPGI) | Financials | 48 |
Sherwin-Williams (SHW) | Materials | 42 |
Stanley Black & Decker (SWK) | Industrials | 53 |
Sysco (SYY) | Consumer staples | 41 |
T. Rowe Price Group (TROW) | Financials | 35 |
Target (TGT) | Consumer discretionary | 49 |
VF Corp. (VFC) | Consumer discretionary | 49 |
W.W. Grainger (GWW) | Industrials | 50 |
Walgreens Boots Alliance (WBA) | Consumer staples | 45 |
Walmart (WMT) | Consumer staples | 48 |
West Pharmaceutical Services Inc. (WST) | Health care | 28 |
დივიდენდის არისტოკრატების შემთხვევაში, აუცილებელია სტაბილურობა და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხას იხდის კომპანია, ამ დამატებითი შემოსავლის სახით. არსებობს ცნება დივიდენდის შემოსავალი. ეს არის კოეფიციენტი, საიდანაც ინვესტორი იგებს, აქციების ღირებულების რამდენ პროცენტს უხდიან, ყოველწლიურად.
წლევანდელ სიაში, არის 15 კომპანია, რომლებიც ყველაზე მაღალ დივიდენდებს გასცემენ. ესენია:
COMPANY | DIVIDEND YIELD |
---|---|
AT&T (T) | 6.93% |
T Rowe Price (TROW) | 6.15% |
ExxonMobil (XOM) | 5.80% |
Chevron (CVX) | 5.05% |
AbbVie (ABBV) | 4.91% |
Illinois Tool Works (ITW) | 4.51% |
Peoples United Financial (PBCT) | 4.03% |
Amcor (AMCR) | 4.01% |
Consolidated Edison (ED) | 3.99% |
Federal Realty Investment Trust (FRT) | 3.54% |
Kimberly-Clark (KMB) | 3.54% |
Franklin Resources (BEN) | 3.51% |
Cardinal Health (CAH) | 3.44% |
Walgreens Boots Alliance (WBA) | 3.42% |
Leggett & Platt (LEG) | 3.22% |
ვისთვის არის კარგი დივიდენდის არისტოკრატთა აქციებში ინვესტიცია?
ნებისმიერი ინვესტიციის მსგავსად, დივიდენდის არისტოკრატთა აქციებს მნიშვნელოვანი როლი აქვს, საინვესტიციო პორტფელისთვის. ისინი სტაბილური დივიდენდური მოგების მიღების შესაძლებლობას იძლევიან და რაც მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში.
„ეს არ ნიშნავს ყოველთვის ყველაზე მაღალ დივიდენდურ შემოსავალს“ , – ამბობს ბრეტ მაიკოვსკი, THM Wealth Management-ის საინვესტიციო მრჩეველი – „მაგრამ ნიშნავს ყველაზე სტაბილურ, თანმიმდევრულ და მზარდ შემოსავალს“.
სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ დივიდენდური არისტოკრატების აქციებში ინვესტირება მათთვის არის კარგი, ვისაც მუდმივი ხარჯებისა და ცხოვრების სტილის გამო, სტაბილური შემოსავალი სჭირდება. როგორც წესი, მსგავს ინვესტიციას, პენსიაზე გასვლის შემდეგ დებენ ხოლმე, რადგან ამ დროს, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია პერმანენტული, სტაბილური შემოსავალი და არა – ზოგადი კაპიტალის ზრდა.
დივიდენდის არისტოკრატების აქციების შეძენა, შესაძლოა, საინტერესო იყოს ახალგაზრდა ინვესტორებისთვისაც – აქ ფულის ჩადებით, თქვენ როგორც ინვესტორი მიიღებთ სტაბილურ, გრძელვადიან დივიდენდს, რომელსაც შემდეგ, რეინვესტირების სახით, სხვა ტიპის აქციებში დააბანდებთ. ამით, დივიდენდური მოგების მიღების გარდა, ზოგადი კაპიტალიც გაგეზრდებათ.
ერთი შეხედვით ასეთი მიმზიდველი პირობების მიუხედავად, სანამ დივიდენდის არისტოკრატებში თუ სხვა ტიპის კომპანიაში ან ფონდში ინვესტიციას ჩადებთ, კარგად გაიაზრეთ თქვენი საჭიროებები და ინტერესები, აწონ – დაწონეთ რისკები და ბენეფიტები. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება!
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.