3
Feb
2020

ტესტი, რომელიც გიჩვენებთ, თუ რა ფერია თქვენი სახელი

3 Feb 2020

ვირტუალურ სივრცეში უამრავი ქვიზი არსებობს, რომელიც თქვენი სულისა და განწყობის ფერებს დაგადგენინებთ, თუმცა, ისინი, რასაკვირველია, გასართობადაა შექმნილი. ცოტა ხნის წინ ბერნადეტ შერიდანმა შექმნა საიტი, რომელიც აღმოგაჩენინებთ, თუ რა ფერის შეიძლება, იყოს თქვენი სახელი. ამ ქალბატონს ფერების აღქმა გამძაფრებული აქვს და თითქმის ყველაფერს, მათ შორის, ადამიანებს და მათ სახელებს ფერების მიხედვით ასხვავებს.

ბერნადეტ შერიდანს დაუდგინდა ამგვარი მდგომარეობა – გრეფემის ფერის სინესთეზია, რაც გულისხმობს რომ ის ციფრებსა და ასოებს სპეციფიკურ ფერებში აღიქვამს. აღნიშნული საიტიც სწორედ მის აღქმებს ემყარება. ამ ქალბატონს სახელების დამახსოვრების პრობლემა აქვს – მას ურთულდება უამრავი ადამიანის სახელისა და ასოების დამახსოვრება, ამიტომაც ამ სახელებს მომენტალურად გონებაში ფერებად გადათარგმნის და ასე იმახსოვრებს მათ.

თუკი გაინტერესებთ, როგორი ფერისაა თქვენი სახელი ამ ქალბატონის გონებაში, ეწვიეთ საიტს და გაიგეთ ის.

განხილვა