კვლევის თანახმად, ადამიანები, რომელთა არათითი საჩვენებელზე გრძელია, მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ. მაგრამ რატომაა ასე? პასუხი სქესობრივ განსხვავებებში უნდა ვეძებოთ. ზოგჯერ, ეს სხვაობა სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული, სხვები კი ბიოლოგიურ საფუძველს ეყრდნობა.
მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქალებისა და მამაკაცების მიერ მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობას შორის. მამაკაცები გაცილებით მეტს მოიხმარენ. მიზეზი ჰორმონების (ტესტოსტერონისა და ესტროგენის) ზემოქმედებაშია. მამრობითი სქესის ნაყოფი გამოყოფს ტესტოსტერონს, ხოლო დედისგან მცირე რაოდენობით ტესტოსტერონი ორივე სქესის ნაყოფში აღწევს. ტესტოსტერონი იწვევს ცვლილებებს ნაყოფის ტვინსა და სხვა ორგანოებში.
ითვლება, რომ ჩვენი ტესტოსტერონისა და ესტროგენის განსხვავების ჩანაწერი აისახება ჩვენი საჩვენებელი და არათითის (მეორე და მეოთხე თითების ან 2D:4D) შეფარდებით სიგრძეებში. ის ასახავს საშვილოსნოში სასქესო ჰორმონების ზემოქმედებას, სადაც გრძელი მეოთხე თითი მაღალ ტესტოსტერონსა და დაბალ ესტროგენზე მიუთითებს.
ქალებთან შედარებით, მამაკაცები მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ. შესაბამისად, ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობაც მეტია. შეიძლება თუ არა ეს სქესობრივი განსხვავება განპირობებული იყოს ნაყოფში ტესტოსტერონისა და ესტროგენის მიერ გამოწვეული ცვლილებებით?
სასმლის ჩვევები
ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება პოლონეთში სიკვდილის მზარდი მიზეზია. ამ საკითხის შესასწავლად, ჩატარდა ექსპერიმენტი. მისი მონაწილეები იყვნენ ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები პოლონეთში. ყოველწლიური შემთხვევების რაოდენობა 4.6-დან 7.0-მდე გაიზარდა 100,000 მოსახლეზე. მამაკაცები ცხრაჯერ მეტად არიან მიდრეკილნი ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზებით სიკვდილისკენ, ქალებთან შედარებით.
კვლევაში მონაწილეობდა 169 ქალი და 89 მამაკაცი, რომლებმაც გაიარეს ალკოჰოლის გამოყენების დარღვევების იდენტიფიკაციის ტესტი (Audit). აღმოჩნდა, რომ მონაწილეებს გრძელი არათითებით საჩვენებელ თითთან შედარებით ჰქონდათ ალკოჰოლის უფრო მაღალი მოხმარება. ეს კავშირი არსებობდა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, თუმცა უფრო ძლიერი იყო მამაკაცებში.
რამდენიმე კვლევამ უკვე აღმოაჩინა კავშირი გრძელ არათითებსა და ალკოჰოლის მოხმარებას შორის, საჩვენებელ თითთან მიმართებაში. თითების თვითგაზომილი სიგრძეების ფართომასშტაბიანმა ონლაინ გამოკითხვამ აჩვენა, რომ თითების შეფარდების ინდივიდუალური მნიშვნელობებით ალკოჰოლის მოხმარების პროგნოზირებაა შესაძლებელი.
ევროპასა და აზიაში ჩატარებულმა კვლევებმა აღმოაჩინა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებს აქვთ ძალიან გრძელი არათითები საჩვენებელ თითთან შედარებით. ჩვენი მონაცემები ადასტურებს ამ აღმოჩენებს და ავრცელებს მათ იმ ადამიანებზეც, რომლებიც არ არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულნი.
თითების შეფარდება გვაძლევს წარმოდგენას ჩვენს ძალიან ადრეულ განვითარებაზე. გრძელი არათითი (საჩვენებელ თითთან შედარებით) დაკავშირებულია ჯანსაღ გულთან და მაღალ შედეგიანობასთან სირბილში, ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთში, თხილამურებით სრიალსა და სერფინგში.
უარყოფით შემთხვევაში, ის დაკავშირებულია აუტიზმთან, ADHD-სთან, ინტერნეტ-დამოკიდებულებასთან და პროსტატის კიბოსთან.
წყარო: sciencealert