in

როდის უშვებენ ეკონომისტები შეცდომას?

ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი გვიყვება ამბავს სპილოს შესახებ, რომელიც ევროპის გარშემო მოგზაურობს. სპილოს ძალიან ბევრი ხიდის გადაკვეთა უწევს, თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც ერთ-ერთ ხიდს მიადგება და მასზე მიმავალ ცხენოსან რაზმს დაინახავს, სვლას შეწყვეტს, რადგანაც იგი შეამჩნევს, რომ ხიდი წონას ვერ გაუძლებს. აღნიშნული სპილო ასახავს ინტუიციას, რომლის მიხედვითაც იმართება ეკონომიკა: როდესაც გადაწყვეტილება ნამდვილად მნიშვნელოვანია, ადამიანებს და ცხოველებსაც კი, ჭკვიანურად მოქცევა უწევთ.

ჩვენ ჭკვიანურად ვიქცევით მაშინ, როდესაც ჩვენს სანატრელ მიზანს ვემსახურებით. და თუკი ეკონომიკური ტერმინებით ვისაუბრებთ, ასეთ შემთხვევაში ე.ი ოპტიმიზაციას ვახდენთ. ჩვენ რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენივე რესურსებისა და ინფორმაციის გათვალისწინებით. ყველაფერი ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ მოცემული რამდენიმე არჩევანიდან რომელს ამოვარჩევთ. “განვაახლო სამზარეულო, თუ სამოგზაუროდ წავიდე?”, “გავისეირნო თუ ვიჩქარო და ჩემს საყვარელ სატელევიზიო შოუს მივუსწრო?” – რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისას სწორედ ამ მარტივ თუ რთულ შედარებებს ვაწყდებით, რომელიც ჩვენ გარდა არავის გადასაწყვეტია. იმისთვის, რომ მოცემული ვარიანტებიდან ერთი ამოვარჩიოთ, უნდა დავფიქრდეთ თითოეული არჩევანის ღირებულებაზე – რა დონეზე გვჭირდება და რატომ?

ოპტიმიზაცია მოითხოვს, რომ სარგებელი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რაიმე კონკრეტულ მომსახურებასა თუ ნივთში დახარჯული ბოლო დოლარიდან იყოს ზუსტად იმ სარგებელის ტოლფასი, რომელსაც ამ დოლარის სხვა მომსახურებაში დახარჯვისას მივიღებთ. ერთი სიტყვით, ბოლო დოლარიც კი ნებისმიერ ვარიანტში მაქსიმალური სარგებლით უნდა დაიხარჯოს.

და თუმცა ფული ყველაზე მეტადაა ასოცირებული რაციონალურ მოდელთან, ამგვარ გათვლებს იგი მაინც არ ემორჩილება. მაგალითად, ეკონომიკაში ამგვარი კითხვა “რამდენს გადაიხდიდი ერთით მეტი ვაშლისთვის?” შეიძლება გარდაიქმნას, როგორც ” დროის რა ნაწილს დაუთმობდი მუშაობას იმისთვის, რომ ერთით მეტი ვაშლი გეყიდა?” – იგივე კითხვაა, თუმცა, მეორე ფორმულირებაში ჩვენ კონკრეტულ ფასს კონკრეტული დროის მიხედვით ვანგარიშობთ. ამ ანალიზის შეუცვლელად, ჩვენ შეგვიძლია, თითოეული გარიგება სამუშაო საათებს დავუქვემდებაროთ. ზუსტად ამგვარი ლოგიკა მოქმედებს ეკონომიკაში, როცა საქმე ბარტერს ეხება.

იქნება ეს ფულადი, თუ სხვა თვალსაზრისით, რაციონალური არჩევანი მჭიდრო კავშირშია იდეასთან, რომ ხალხს შეუძლია, თითოეული სურვილის სიძლიერე გაზომოს საერთო/საზოგადოებრივი შკალით .

რაციონალური არჩევანი, ასე ვთქვათ, ამცირებს იმას, რაც ხალხს სურს ერთი სიტყვით: მეტი. ზემოთ აღნიშნული ერთით მეტი ვაშლი სწორედ ამ კონტექსტს ეხება. რეალურად სიტყვა “მეტი” რაციონალურად უკვე განსაზღვრულია, რადგანაც ამ სამყაროში ყველაფრის შედარება/შეფასება/გაზომვა შეიძლება. სწორედ ამიტომ, თუკი ამ “მეტის” მოპოვებას წარუმატებლად დაასრულებთ, ეს ცუდი ბედის ან ცუდი გადაწყვეტილების ბრალი იქნება. ასე ფიქრობენ ეკონომისტები და ცდილობენ, რომ ყოველთვის იმ კონკრეტულ მოდელს მოერგონ, რომელიც უპირობო წარმატებას ჰპირდებათ მათ, მაგრამ ხანდახან ასე არ ხდება.

თუმცა, თუკი ჩვენ რაიმე შემთხვევაში “ჩავფლავდებით”, ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ მთელი საქმიანობა წყალში იყრება? ხანდახან შეიძლება რაციონალური, საკუთარ თავში დარწმუნებული აგენტი იყოთ, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ახსნა, ხანდახან ჭკვიანი სპილო, რომელსაც კარგი ინტუიცია აქვს არჩევანის გასაკეთებლად, ხანდახან კი, შეიძლება ზემოთ ნახსენები ოცნებების მსხვერპლი გახდეთ. მაგრამ საბოლოოდ, შეიძლება არც ერთი აღმოჩნდეთ – არც რაციონალური და არც არარაციონალური. ეკონომისტები ადანაშაულებენ ადამიანებს იმაში, რომ ხანდახან ისინი ვერ ერგებიან ამა თუ იმ სამოქმედო მოდელებს, მაგრამ იქნებ ხანდახან სწორედ მოდელები გვიშლის ხელს, მივაღწიოთ სასურველს და ვაკეთოთ ჩვენი საქმე ყოველგვარი წინასწარ არჩეული გზების გარეშე?

ეკონომიკა ალბათ ერთ-ერთ შედარებით ზუსტ სფეროდ უნდა მოვიაზროთ, მაგრამ როგორც ყველგან, აქაც შესაძლებელია, გათვლა ისე არ წაგვივიდეს, როგორც რომელიმე კონკრეტული, წინასწარგანსაზღვრული გზა/მოდელი გვთავაზობს. ხანდახან სრულიად შესაძლებელია, რომელიმე მოდელი გახდეს ჩვენი შეცდომაში შეყვანის მთავარი მიზეზი. ამიტომაც, საჭიროა, მრავალი პერსპექტივიდან შევხედოთ კონკრეტულ ქეისს და ხანდახან “ეკონომიკური ჩარჩოებიდან” გავიდეთ.

წყარო: Medium



ელექტროპიკაპ Cybertruck-ს, სიმძლავრის დემონსტრირებისთვის, Ford F-150 ჩააბეს

„დაელოდე სანტას“ – კანადური ბანკის საშობაო რეკლამა