in

ჯორჯ კლუნი და ჟან დუჟარდინი ნესპრესოს ახალ რეკლამაში

ბრენდი “Nespresso” ფრანგულ სარეკლამო სააგენტო “Interpublic Group”-თან ერთად მრავალი წლის წინ დაწყებულ სარეკლამო კამპანია “What Else?” -სს განაგრძობს.

პირველი რეკლამა მათ 2006 წელს სარეკლამო სააგენტო “McCann Erickson Paris”-თან ერთად გადაიღეს. ვიდეოს მთავარი გმირი ბრენდის სახე – “ჯორჯ კლუნია” და ფრანგი მსახიობი “ჟან დუჟარდენი”.

ახალი ეპიზოდი ორი მსახიობის შეხვედრით იწყება. ჟან დუჟარდენი ყავის ბოლო პორციის დალევას აპირებს, ჯორჯ კლუნს კი ყავის ხელში ჩაგდება სურს და მეგობრის “გაცურებას” ცდილობს.

კრეატორების აზრით ახალი რეკლამის მიზანია მომხმარებელს აჩვენოს, რაზე შეიძლება წახვიდე ყავის ბოლო ჭიქის გამო. “ახალი ატმოსფერო და თავგადასავალი შევქმენით, რომელშიც ბრენდის ამბასადორი – ჯორჯ კლუნი მონაწილეობს. ჟან დუჟარდენს რაც შეეხება, ჩვენ მასთან მუშაობის გამოცდილება გვაქვს და ამ ორი მსახიობის ერთ რეკლამაში გაერთიანება ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.  დუეტმა ყავის დეგუსტაციის სხვა მხარე გვაჩვენა” – გიემ ლე კუმფი ნესპრესოს მარკეტინგის დირექტორი.

http://youtu.be/TXE00z9YwJ0

ჯანსაღი ცხოვრება და ჯანსაღი მარკეტინგი ბაკურიანისგან!

ძაღლური სიყვარული ყაზახეთიდან!