in

როგორი იქნებოდა ვერტიკალური კინემატოგრაფია? – Apple-ის ვიდეორგოლი

თუკი, ვიდეოს ტელეფონით იღებთ, ზოგჯერ, ვერტიკალურ ფორმატს ირჩევთ, ხომ ასეა? Apple-მა, ვერტიკალური კინემატოგრაფიის საშუალებით, ჰოლივუდის საუკეთესო ჟანრები შვეული კადრების სახით წარმოადგინა. ეს ბუნებრივი ფორმატია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე სოციალურმა ქსელებმა, სტანდარტად, სწორედ ვერტიკალური ფორმატი აღიარეს. შესაბამისად, შვეული პროპორციების ვიდეო ვიზუალური ამბის თხრობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, Apple-მა, TBWA/Media Arts Lab-თან და ოსკაროსან რეჟისორ დემიენ შაზელთან ერთად (“ლა ლა ლენდის” რეჟისორი) შექმნა 9-წუთიანი ჰოლივუდური ამბავი, რომელიც სრულად iPhone 11 Pro-თია გადაღებული. მეორე ვიდეორგოლში კი, ნახავთ, როგორ აღწერს პროექტს თავად რეჟისორი.

 

სიახლე „ლიბერთის“ CASH-IN ბანკომატებში – „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია

Sexy Bicycle-მა ახალი ალბომი გამოუშვა