საუდის არაბეთში ბევრ ახალგაზრდა ქალს სპორტში ჩართვა ჯერ კიდევ აშინებს, Nike კი მათ ეუბნება, რომ უბრალოდ უნდა ცადონ… წარმოიდგინეთ, გუნდური მოთამაშე რომ იყოთ, რომელიც არასდროს შეხვედრია თავის გუნდს ან თავდამსხმელი, რომელიც არასდროს შეხებია ბურთს… პოტენციალის გაფლანგვა ყველაზე ცუდი რამ არის. ამისგან თავის დასაღწევად კი Nike-ისთვის მხოლოდ ერთადერთი ფორმულა არსებობს — Just Do It.
ამგვარად, What if you can?-ის კამპანიას გვაცნობენ, რომელიც მიზნად გოგონების შთაგონებას ისახავს, გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი და შეამჩნიონ თავიანთი სრული პოტენციალი სპორტში. ფილმშიც თინეიჯერი გოგონაა ნაჩვენები, რომელიც თავის ფიზიკურ შესაძლებლობებს აკვირდება, ავლენს უნარებს და პოულობს ბედნიერებას ფიზიკური აქტივობების კეთებისას.
„ვიმედოვნებ, რომ ეს ფილმი ახალგაზრდა გოგონებს საზღვრების გარღვევისკენ და ახალი შესაძლებლობების ძიებისკენ უბიძგებს. თუ მისცემს საბაბს გოგონებს, გავიდნენ და სპორტში ცადონ თავიანთი ბედი, ეს ყველაზე დიდი ჯილდო იქნება მათ შორის, რისი წარმოდგენაც შემიძლია“, — აცხადებს ჰაიფა აი მანსორი, კინორეჟისორი.