in

რა არის VPN და რისთვის გჭირდებათ ის?

VPN შუამავლის როლს ასრულებს კომპიუტერსა და ინტერნეტს შორის, მალავს თქვენს IP მისამართს.

ვირტუალური კერძო ქსელი არის კავშირი მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის, რომელიც არის დაშიფრული. დაშიფვრის მიზანია უზრუნველყოს უსაფრთხო კავშირი და დაიცვას ციფრული ინფორმაცია. VPN მალავს თქვენს ნამდვილ IP მისამართს და მის ნაცვლად წარადგენს VPN- სერვერის მისამართს.

ეს განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც გეოგრაფიული, სამთავრობო და ISP შეზღუდვების თავიდან აცილებასაც ცდილობთ. იმისათვის, რომ კავშირი განისაზღვროს როგორც VPN-ი, საჭიროა მისი დაშიფვრა.

ამ სტატიაში თქვენ შეძლებთ მოიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის VPN VPNetic.com– ის მიხედვით, რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ის და რატომ არ არის ყოველთვის კარგი იდეა მისი გამოყენება

რა არის VPN?

ვირტუალური კერძო ქსელი ქმნის კერძო ქსელს საჯაროში, რათა მოწყობილობებს ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ. ამიტომ, VPN მოწყობილობები გამოიყენება უსაფრთხო, ფუნქციონალურ და სტრუქტურული მენეჯმენტის მქონე მოხმარებისთვის. ეს ტექნოლოგია შეიქმნა იმისთვის, რომ კორპორაციის თანამშრომლებს ჰქონოდათ წვდომა ინფორმაციაზე მობილური მოწყობილობების საშუალებით ან ფილიალების ოფისებიდან. კავშირი მყარდება გვირაბის პროტოკოლის გამოყენებით და მომხმარებლებმა მონაცემებზე წვდომის მიღებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია.

ზოგიერთ შემთხვევაში, ინტერნეტის მომხმარებლები იყენებენ VPN- ს, რათა თავიდან აიცილონ მთავრობის გეო-ბლოკირება და ცენზურა ან იყენებენ პროქსი სერვერებს , რათა მათი კონფიდენციალური ინფორმაცია უსაფრთხო იყოს. ამის საწინააღმდეგოდ, ზოგიერთ ვებგვერდზე მკაცრი ზომები იქნა მიღებული, რათა შეაფერხონ VPN მოწყობილობები.

რატომ მჭირდება VPN?

ინტერნეტის მოხმარებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონფიდენციალურ მონაცემებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ დაუცველ ქსელებს. ლოკალურ ქსელში ჩართვისას, თქვენი მოწყობილობა ავრცელებს მის ინფორმაციას ქსელში. ჰაკერს შეუძლია მარტივად მოგისმინოთ და მოიპოვოს მონაცემებზე წვდომა ან მათი შეცვლის შესაძლებლობა.

თქვენ რისკავთ თქვენი ინტერნეტის მოხმარების ჩვევების ხელშეუხებლობითა და პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობით. ამიტომ, VPN–ს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ გაღელვებთ თქვენი ონლაინ უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. ანონიმურობა და დაშიფვრა, რომელსაც VPN უზრუნველყოფს, იცავს თქვენს ონლაინ აქტივობებს, მათ შორის სავაჭრო, ელ. ფოსტის გზავნილებს და ფულად ტრანზაქციებსაც კი.

როგორ მუშაობს VPN

VPN მუშაობს მოწყობილობის ინტერნეტ კავშირის მარშრუტიზაციის გზით არჩეული VPN სერვერის საშუალებით, თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის (ISP) გამოყენების ნაცვლად. გადაცემული მონაცემები სერვერიდან მოდის და არა თქვენი მოწყობილობიდან. VPN შუამავლის როლს ასრულებს კომპიუტერსა და ინტერნეტს შორის, მალავს თქვენს IP მისამართს.

უფრო მეტიც, გაგზავნილი მონაცემები დაშიფრულია და თუ რაიმე გზით ხდება მათი ჩაჭრა, მაშინ მისი წაკითხვა შეუძლებელია დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე. დაშიფვრა არის ტერმინი, რომელიც აღწერს მონაცემების უსაფრთხო გადატანას. მონაცემების გაშიფვრა მხოლოდ იმ კომპიუტერით არის შესაძლებელი, რომელსაც აქვს შესაფერისი გასაღები აქვს. დეკრიპტაცია არის პროცესი, რომელიც გამოიყენება მონაცემების დეკოდირებისთვის, რაც გულისხმობს წასაკითხად ინფორმაციის კიდევ ერთხელ გამარტივებას. რეალურ ცხოვრებაში გამოცდილებასთან დაკავშირებით, როდესაც თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია ვებ – გვერდზე შეგყავთ, მონაცემები იშიფრება, მანამ სანამ დანიშნულების ადგილზე მივა.

სხვადასხვა ტიპის VPN

VPN ტექნოლოგია არის მარტივი იდეა საიმედოდ დაუკავშირდეთ სანდო ინფორმაციას იმ ქსელის საშუალებით, რომელსაც არ ენდობით.  ხრიკების უნდა მიმართოთ მაშინ, როდესაც არ იცით რა ტიპი გამოიყენოთ და რა შემთხვევაში.

არსებობს VPN–ების ორი ძირითადი ტიპი: კლიენტზე დაფუძნებული VPN ტიპები და ქსელზე დაფუძნებული VPN ტიპები.

დინამიური მრავალ პუნქტიანი VPN-ები, და MPLS-დაფუძნებული L3VPN-ები.

ამ ტიპების საშუალებით, თქვენი ქსელი შეიძლება მორგებული იყოს როგორც ხმოვან, ასევე ვიდეო ტრაფიკზე. ამის განხორციელება შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობისას. უფრო მეტიც, ამ სცენარის მიხედვით გამტარობა გაცილებით იაფია WAN– სთან შედარებით. ამ მიზეზის გამო საწარმოები ახლა VPN–ს ერგებიან, WAN–ის ნაცვლად.

კლიენტზე დაფუძნებული VPN იქმნება ერთ მომხმარებელსა და დისტანციურ ქსელს შორის. ამ ქსელების უმეტესობა იქმნება პერსონალური კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობების საინსტალაციო პროგრამების მიერ. დასაწყებად უნდა მიუთითოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც შემდეგ გვირაბს ქმნის. მომხმარებელს ექნება დისტანციური წვდომა სერვერსა და გვირაბს შორის. ამ ტიპის მაგალითები მოიცავს  Cisco’s AnyConnect და Pulse.

მოწყობილობების უმეტესობას, მათ შორის, Windows, Mac და მობილურ ოპერაციულ სისტემებს, აქვთ ინტეგრირებული კლიენტის პარამეტრები. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაუკავშირდნენ უსაფრთხო გვირაბს ნებისმიერი ადგილიდან, თუ მათ ინტერნეტთან კავშირი აქვთ. კლიენტზე დაფუძნებული VPN ძალიან უსაფრთხოა, რადგან ისინი ასკანირებენ მოწყობილობას, რომელშიც დაინსტალირებული არის პროგრამა, სანამ მათ ქსელში შესვლის ნებას დართავენ.

ქსელზე დაფუძნებული VPN ორ ქსელს ერთმანეთთან აკავშირებს დაუცველი ქსელის საშუალებით. ამის მაგალითია IPsec-ზე დაფუძნებული WAN, სადაც ქსელის ოფისებს შეუძლიათ მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს IPsec გვირაბების გამოყენებით. ქსელური გვირაბის წარმატებით შესაქმნელად, საბოლოო წერტილებად ორი მოწყობილობა უნდა შეირჩეს, უნდა დადგინდეს ავტორიზაციის პროცედურა ამ მოწყობილობებს შორის და საბოლოოდ შეირჩეს ისეთი ტრაფიკი, რომელიც ნებადართული იქნება გვირაბში.

VPN–ის გამოყენების უპირატესობები და ნაკლოვანებები

VPN–ის უპირატესობები

  • მალავს თქვენს IP-ს, ამით ნიღბავს თქვენს ონლაინ პირადობას
  • ხელს უწყობს ფაიერვოლებისა და შეზღუდვების გვერდის ავლას
  • იცავს თქვენს მონაცემებს კიბერ კრიმინალებისგან
  • ზოგიერთ ვებ–გვერდზე თავს აგარიდებთ ონლაინ დისკრიმინაციას
  • უფრო უსაფრთხოა ტორენტების გადმოსაწერად

VPN–ის ნაკლოვანებები

  • ყველა მოწყობილობა არ უწყობს ხელს VPN–ების გამოყენებას
  • VPN ზოგიერთი პროვაიდერი აღრიცხავს მომხმარებლის მონაცემებს

რა შეიძლება დამალოს VPN-მა?

VPN–ები პაროლების გარდა ფარავს უამრავ მონაცემს, რომელსაც ინტერნეტით აზიარებთ. ვებ-ბრაუზერებს შეუძლიათ ადვილად შეინახონ თქვენი მონაცემები. მთელი ეს ინფორმაცია თქვენს IP მისამართს უკავშირდება.  VPN–ის გარეშე, მთელი ეს ინფორმაცია ადვილად შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი თქვენს ქსელში, თუ ის სათანადოდ არ არის დაცული.

საიმედო VPN სერვისები მალავს ამ ინფორმაციას გამავალი IP მისამართების შეცვლით. ეს ნიშნავს, რომ მონაცემები, რომლებსაც ეძებთ, ან ვებსაიტები, რომლებსაც სტუმრობთ, არ გაზიარდება.

როგორ დაუკავშირდეთ VPN-ს

ვინდოუსის, Android-ის, Mac-ის, iPhone-ის ან ნებისმიერი სხვა ოპერაციული სისტემის VPN-თან დაკავშირების უმარტივესი გზაა გამოწერის შეძენა და მათ პროგრამასთან დაკავშირება.

უმეტეს სერვისებს ექნებათ მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სერვერი სასურველი ახალი დანიშნულების ადგილიდან.

VPN- სერვისთან დაკავშირების სხვა გზებიც არსებობს, რაც მოიცავს ოპერაციულ სისტემაში ქსელის შექმნას და უშუალოდ მასთან დაკავშირებას.

თქვენს VPN სერვისს ხშირად ექნება დაწერილი სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ მის დაყენებაში.

 

არსებობს VPN–ების უფასო ვერსიები და რა უარყოფილი მხარეები აქვს მათ გამოყენებას?

უმეტეს პროვაიდერებს აქვთ საკუთარი მომსახურების უფასო ვერსიები, მაგრამ ასევე აქვთ შეზღუდვები. თუმცა, ეს უფასო VPN სერვისები ხშირად არ არის უსაფრთხო. ზოგი აგროვებს პირად ინფორმაციას და ყიდის მესამე მხარეს.

ჯესიკა უოლშის წამოწყება საქართველოში. ქალების მხარდასაჭერად, შემოქმედებით ინდუსტრიაში

რას ნიშნავს “MMMM”? – “მაკდონალდსის” პრინტ კამპანია