ისეთი დაავადების მკურნალობა და მასთან ბრძოლა, როგორიც მაგალითად, კიბოა, ზრდასრული ადამიანისთვის წარმოუდგენელი სიმძიმეა, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კი ეს ყველაფერი ორმაგად რთული პროცესი. მტკივნეული, უსიამოვნო პროცედურები, ექიმები და მათი გაუგებარი ტერმინები, ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, ბავშვებში დაბნეულობას და კიდევ უფრო მეტ შიშს იწვევს. იმისთვის, რომ ამ დაავადების მქონე პატარები შეძლებისდაგვარად მოამზადონ და მათთვის მიმდინარე პროცესი უფრო მარტივად, შედარებით სახალისოდ აღსაქმელი გახადონ, ორგანიზაცია Pediatric Brain Tumor Foundation-ის წარმომადგენლებმა შექმნეს ანიმაცია, სადაც საყვარელი პერსონაჟები ბავშვებს ონკოლოგიური დაავადებების შესახებ დეტალურ, თანაც მარტივ ინფორმაციას აწვდიან. პირველი ანიმაცია, რომელიც სააგენტო RPA-მ მოამზადა, What is Cancer?-ია და მასში საყვარელი მეკობრე Beakbeard-ი თავის დამხმარე Quincy-სთან ერთად, ბავშვებს ადამიანის სხეულში არსებული უჯრედების შესახებ უყვებიან.
ამას გარდა, ორგანიზაციამ კიდევ რამდენიმე ვიდეო გამოუშვა, სადაც საუბარი ქიმიოთერაპიაზე, თმის ცვენასა და ფსიქოლოგიურ განწყობაზეა.