14
Aug
2019

როგორ გამოიყურება სოც. მედიის იდეალური ინფლუენსერი?!

14 Aug 2019

ციფრულმა ეპოქამ ახალი საქმიანობა გააჩინა: სოციალური მედიის ინფლუენსერი. ბევრისთვის ეს საოცნებო სამსახურია: 10-დან 6 საათამდე ოფისში არ ზის და უფასოდ ძალიან ბევრს მოგზაურობს. უბრალოდ, უნდა მოახერხოს, რომ ხალხმა „სქოლვა“ შეწყვიტოს და მხოლოდ მას მიაქციოს ყურადღება. „მე შემომხედეთ“ ბუნება და ხასიათი, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. და მართლაც, როგორი უნდა იყოს სახეზე სოციალური მედიის იდეალური ინფლუენსერი?!

ამერიკული გამოცემა Paper Magazine-ის [ჟურნალი მუსიკაზე, მას.კულტურაზე, მოდასა და ღამის ცხოვრებაზე] თანამშრომლებმა, Instagram-ის 100 ყველაზე პოპულარული ინფლუენსერის სახე გააერთიანეს და ერთი ვიზუალი შექმნეს.

ამ ექსპერიმენტში არ მონაწილეობდნენ ის სელებრითები, რომლებსაც სოციალური მედიით არ გაუთქვამთ სახელი. დანარჩენები კი ასაკის, ლოკაციისა და სხვა მონაცემების მიხედვით გაცხრილეს. რადგან, ტოპ 100 სოც. მედია ინფლუენსერის უმეტესობა ინგლისურად მოსაუბრე თეთრკანიანი ქალია და მათი ერთი მესამედი ლოს ანჟელესში ცხოვრობს.

„კომბინირებული გამოსახულებით მიიღეს ახალგაზრდა თეთრკანიანი ქალი. პროფილის მიხედვით, „იდეალური ინფლუენსერი“ ამერიკელია, როგორც სოციალურ ქსელის გავლენიანი პირების უმრავლესობა. აქვე შეიმჩნევა მისი სილამაზე ან მოდელობა“ – ასეთია ექსპერიმენტის შედეგები.

 

განხილვა