in

რას უნდა ველოდეთ 2021 წელს კოსმოსური მეცნიერების თვალსაზრისით?

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეალობით მსოფლიოს ყურადღება პანდემიას და მისგან თავის დაღწევის გზებს ეთმობა, კოსმოსური ინდუსტრია არა თუ შეფერხდა, არამედ განვითარებისკენ მნიშვნელოვნად დიდი ნაბიჯები გადადგა – დაწყებული SpaceX-ის Crew Dragon-ით, დასრულებული OSIRIS-Rex-ის ასტეროიდ ბენუდან ნიმუშების წარმატებით მოპოვებით.

M2
M2

კოსმოსური მოლოდინების თვალსაზრისით 2021 წელიც ბევრ საინტერესო იდეასა და მოვლენას გვთავაზობს.

მარსის ფლოტის დაშვება

მარსის სამი მისია 2020 წლის ზაფხულში დაიწყო, ამ ეტაპისთვის სამივე ხომალდი წითელ პლანეტას უახლოვდება. თებერვალში კი გავიგებთ, რამდენად უსაფრთხოდ დაეშვება ისინი პლანეტის ზედაპირზე.  NASA-ს Mars Perseverance თებერვლის შუა რიცხვებში წითელ პლანეტას მიაღწევს და 18 თებერვალს იეზეროის კრატერში დაშვებას შეეცდება.

მეტი კოსმოსური ფრენა

სავარაუდოა, რომ 2021 წელს კიდევ უფრო მეტ კოსმოსურ ფრენას ვიხილავთ. როგორც SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, კომპანია ორიენტირებულია ტეხასში, მანქანების სამშენებლო აპარატის შექმნაზე. ამ დროისათვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და SpaceX სწრაფად აწარმოებს Starship მანქანებს. ასევე, SpaceX სუპერ-მძიმე რაკეტების წარმოებას იწყებს.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი

“ულტრა ამბიციური” ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვების დაგვიანებამ მართლაც დიდი შეშფოთება გამოიწვია კოსმოსურ საზოგადოებაში, რადგან ის გრაფიკს ჩამორჩება, რაც თავის მხრივ ბიუჯეტის გადაჭარბებასაც გულისხმობს. პროცესის დაგვიანების აღმოსაფხვრელად, NASA-ს ამჟამინდელმა სამეცნიერო ხელმძღვანელობამ მრავალი ტექნიკური და მენეჯმენტის საკითხი მოაგვარა. შედეგად კი, ტელესკოპი, სავარაუდოდ, 2021 წლის 31 ოქტომბერს გაეშვება კოსმოსურ სივრცეში.

დიდი სარაკეტო დებიუტი

United Launch Alliance დიდ იმედებს იძლევა, რომ მისი მძლავრი Vulcan რაკეტა პირველ ფრენას  2021 წელს შეასრულებს და მთვარეზე დაეშვება. რაკეტამ მცირე დროში უნდა გაიაროს ყველა სახის შემოწმება, რათა ზაფხულში გასაშვებად მზად იყოს.

გარდა ამისა, მოლოდინის რეჟიმშია იაპონიის H3 გამაძლიერებელი და ევროპული რაკეტა Ariane 6. თუმცა, როგორც ჩანს, ორივე მათგანის სადებიუტო ფრენა 2022 წელს შედგება, რადგან პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე პროგრამას ტექნიკური სირთულეები შეექმნა.

მცირე ზომის რაკეტები ყველგან

2021 წლისთვის შეგვიძლია, მრავალი მცირე ზომის რაკეტის დებიუტს ველოდეთ. ამ წლის პირველ ნახევარში Firefly’s Alpha გამაძლიერებლის გაშვება უნდა მოხდეს. მისი აზიდვის ტევადობა, დაბალი დედამიწის ორბიტაზე, თითქმის 1 ტონაა. რაკეტა თავდაპირველად ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზაზე გაეშვება.

ასევე, შედგება ABL Space Systems-ის RS1-ის დებიუტი. Relativity Space-ის აღმასრულებელმა დირექტორმაც ტიმ ელისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რაკეტა Terran 1-ის დებიუტს 2021 წლის ბოლოსკენ ვიხილავთ. Virgin Orbit კი თავისი LauncherOne-ით მეორედ გაფრინდება 2021 წლის დასაწყისში.

ჩინეთის კოსმოსური სადგური

ჩინეთი დიდი ხნის წინ დაგეგმილი კოსმოსური სადგურის ძირითადი მოდულის ამოქმედებას 2021 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. ამ მთავარ მოდულში, სახელწოდებით “Tianhe”, იქნება ტაიკონავტებისა და სადგურის საერთაშორისო ვიზიტორების საცხოვრებელი პალატა. ამ თავდაპირველ გაშვებას მოჰყვება საწვავისა და მომარაგების მისიები, შემდეგ კი 2022 წელს ორი ექსპერიმენტის მოდული.

სადგურის მშენებლობა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. სადგურზე გასაფრენად, ჩინეთმა ცოტა ხნის წინ 18 ახალი ტაიკონავტის მიღება გამოაცხადა. შერჩევაში მონაწილეობა მიიღო შვიდმა მფრინავმა, შვიდმა კოსმოსურის ფრენის ინჟინერმა და ოთხმა დატვირთვის სპეციალისტმა. მათგან მხოლოდ ერთი იყო ქალი. საინტერესოა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო პირებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

მისია Artemis-1

ჯერჯერობით ბუნდოვანია, ნამდვილად შედგება თუ არა Artemis 1-ის მისია 2021 წელს. მისი ტესტირება ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პანდემიამ, ქარიშხლებმა და ტექნიკურმა საკითხებმა პროცესი დააყოვნა. NASA კი ჯერ არაფერს ამბობს მისი გაშვების თარიღზე.

ამიტომაც, ჩვენ უფრო დიდი მოლოდინი უნდა გვქონდეს არა Artemis 1-ის კოსმოსურ სივრცეში გაშვების, არამედ მთელი რიგი მოსამზადებელი პროცესების ხილვის.

სამეცნიერო მისია იწყება

მართალია, მთელი საზოგადოების ყურადღება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისკენ არის მიმართული, თუმცა ამის გარდა კიდევ მრავალ სამეცნიერო მისიას უნდა ველოდეთ.

მათ შორის არის NASA- ს “ასტეროიდების ორმაგი გადამისამართების ტესტი”, ანუ DART მისია, რომლის ფარგლებშიც ხომალდი ორმაგ ასტეროიდს Didymos-ს ეწვევა, რათა დაადგინოს, რა გავლენა აქვს მცირე ზომის ასტეროიდზე ზემოქმედებას უფრო დიდი ზომის ასტეროიდზე. ხოლო ევროპული კოსმოსური ხომალდი “Hera” მოგვიანებით, ასტეროიდის ტრაექტორიაზე DART-ის ზემოქმედების გასაზომად გაიგზავნება.

წლის ბოლოს დაგეგმილია რაკეტა Atlas V-ის გაშვება, რომელიც ათ წელიწადს გაატარებს შვიდი სხვადასხვა ასტეროიდის მონახულებაში. ეს მისია მიზნად ისახავს ასტეროიდების შესწავლას მთავარ სარტყელში და იუპიტერის ორბიტაზე.

ოქტომბრის თვეში კი Falcon 9-ის დახმარებით IXPE მისიის გაშვება იგეგმება, რომელიც შეისწავლის რენტგენულ სხივებს შავი ხვრელებიდან, ნეიტრონული ვარსკვლავებიდან, კვაზარებიდან და სამყაროს სხვა ეგზოტიკური წყაროებიდან.

და ბოლოს, NASA-ს აქვს დედამიწაზე დაკვირვების რამდენიმე სატელიტი, რომლებიც შეინარჩუნებენ ან განახლებენ მის არსებულ ფლოტს.

კომერციული ეკიპაჟი გრძელდება

2020 წლის კოსმოსური ფრენის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ადამიანის კოსმოსური სივრციდან აშშ-ში დაბრუნება იყო. ასევე, ნოემბერში Crew-1-ის გაშვება. SpaceX ამ წელიწადში, სავარაუდოდ, კიდევ ორ ეკიპაჟურ მისიას განახორციელებს, რომლებიც, იმედია, წარმატებული შედეგით დასრულდება.

ამასობაში, NASA-ს კომერციული ეკიპაჟის პროგრამის სხვა პროვაიდერი, ბოინგი, ფრენის მიმართულებით პროგრესს აღწევს. მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემბერში კოსმოსურმა ხომალდმა „სტარლინერმა“ ვერ შეძლო კოსმოსური სადგურის მიღწევა, კომპანია და NASA მეორე საცდელი ფრენის ჩატარებას 29 მარტს გეგმავენ.

შედეგად, დაახლოებით 2022 წლისთვის, NASA-ს შესაძლოა, ჰყავდეს არა ერთი, არამედ ორი ოპერაციული მანქანა, რომლითაც ასტრონავტები ორბიტაზე გადავლენ.

იწყება მთვარის კომერციული ხანა

2019 წელს NASA-მ კომერციულ კომპანიებს, მთვარის ზედაპირზე მცირე და საშუალო ზომის ტვირთგამტარობის მოსათავსებლად, თავისი პირველი კონტრაქტები მიანიჭა. ახლა კი ამ კომპანიებიდან ორი მათგანი – Astrobotic და Intuitive Machines პირველი ფრენებისთვის ემზადებიან.

სავარაუდოდ, კომპანიები წარმატებულ ფრენას 2021 წლის განმავლობაში განახორციელებენ, იმ შემთხვევაში, თუ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები ხელის შემშლელი არ აღმოჩნდება.

Chandrayaan-3-ის მისია

2019 წლის სექტემბერში ინდოეთის Vikram Lander-ის გაშვება მთვარის ზედაპირზე მწარე იმედგაცრუება იყო ქვეყნის განვითარებადი კოსმოსური პროგრამისთვის. შემდგომმა ანალიზმა დაადგინა, რომ ეს  პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომებით იყო გამოწვეული.

ახლა კი ინდოეთი ხელახალი ცდისთვის ემზადება. მართალია, ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, მაგრამ დიდი ალბათობით, Chandrayaan-3 2021-ში გაეშვება.

რაკეტების გამოყენების განმეორებითი ეტაპები

SpaceX-მა გასულ წელს უკვე გვანახა, როგორ არის შესაძლებელი ნაწილობრივ მრავალჯერადი, ორსაფეხურიანი რაკეტის კოსმოსურ სივრცეში რამდენდჯერმე გაშვება. 2021 წელს კი კომპანიამ შესაძლოა, სხვა ეტაპებზე სამუშაოდ, Falcon-ის რაკეტის ცენტრის ბირთვი გამოიყენოს.

ასევე, რაკეტის განმეორებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ჩინური კომპანიაც ახორციელებს ექსპერიმენტებს. თუმცა მათ ნამოქმედარს, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის ვიხილავთ.

სუბორბიტალური კოსმოსური ტურიზმი

ჩვენ უკვე დიდი ხანია, სუბორბიტალური კოსმოსური ტურიზმის განვითარების მოლოდინში ვართ, თუმცა Virgin Galactic და Blue Origin ჯერჯერობით არ იძლევიან ზუსტ პროგნოზს. მიუხედავად ამისა, იმედი მაინც არსებობს, რომ ჩვენი მოლოდინი 2021 წელს გამართლდება.

კოსმოსური სადგურის სიკეთე

საერთაშორისო კოსმოსური სადგურისა და ეკიპაჟის რეგულარული საქმიანობის გარდა, შესაძლოა 2021 წელს კიდევ რამდენიმე საინტერესო კოსმოსური მისიაც განხორციელდეს. მაგალითად, რუსეთის Nauka-ს მოდული, ასევე Industrial Crystal Facility, რომელიც შეისწავლის შესაძლებელია თუ არა სამრეწველო კრისტალების გაზრდა მიკროგრავიტაციაში. და ბოლოს, როგორც იქნა, Axiom-ის AX-1 2021-ში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაეშვება.

ორბიტის ნამსხვრევები

2020 წელს დედამიწის დაბალ ორბიტაზე ასობით ახალი თანამგზავრი დაემატა, რაც ბუნებრივია, უახლოეს მომავალში ნარჩენების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდის. ამისგან თავის ასაცილებლად, Astroscale-ის ELSA-d მისია განსაკუთრებით საგულისხმოა, რომლის ფარგლებშიც მკვდარ სატელიტებს შესაბამისად გადაადგილებენ დედამიწის ორბიტიდან.

საით არტემის?

საინტერესოა, რა ბედი ელის არტემისის პროგრამას, რომელიც მიზნად 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე გაშვებას ისახავს. ამ ეტაპისთვის ბუნდოვანია, როგორ გაუმკლავდება ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნულ პროგრამას, რადგან ის საკმაოდ დიდ თანხებთან და დროსთან არის დაკავშირებული.

ნუ იქნები **ე – Pony-ს ვირუსული კამპანია

Burger King-ის რებრენდინგი და კლასიკური ლოგოს დაბრუნება