in

რა უნდა გააკეთოთ, როცა ადამიანი თქვენთან საქმიან კავშირს უეცრად წყვეტს?

გახსენდებათ ვინმე, ვინც თქვენთან კონტაქტი უეცრად, ყველანაირი ახსნის გარეშე შეწყვიტა? ეს Ghosting-ია და ხშირად აღშფოთებულს გვტოვებს. ვერ ვხვდებით, როგორ ან რატომ უნდა იყოს ადამიანი ასეთი უყურადღებო, ეგოისტი და სასტიკი… აქვე, მრავალი მიზეზის მოფიქრებასაც ვიწყებთ — შესაძლოა, ანგარიში გაუტეხეს, ჰაკერების მსხვერპლი გახდა, უფროსმა გადაუდებელ მივლინებაში გააგზავნა, ვიღაც გარდაეცვალა…

pasha-statiebi
pasha-statiebi

სიმართლე კი ის არის, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება სიჩუმე, მით უფრო რთულია დასკვნებისგან თავის დაღწევა: მათ არ აქვთ გამბედაობა, ზრდილობა და საჭირო მგრძნობელობა იმისათვის, რომ ეს გითხრან… სამწუხაროდ, ეს სამსახურშიც ხშირად იჩენს თავს, აქ კი დასაქმებულები ფიქრობენ, რატომ უნდა იმუშაონ ასეთ ორგანიზაციაში, როცა სხვაგან უფრო დაფასებულები იქნებიან?

საინტერესოა ისიც, თუ როგორ ამართლებენ Ghosting-ის არსებობას:

თავაზიანი უარყოფა — ისინი არ აპირებენ სიტუაციაში ჩარევას და იმედი აქვთ, რომ პრობლემა თავისით გადაიჭრება. ცოტა უცნაურია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს შემთხვევები, როცა უმოქმედობა საუკეთესო გამოსავალია…

სულელები ჩქარობენ — ხშირად უმოქმედობას იმიტომ ვირჩევთ, რომ მოქმედებისთვის საჭირო კომფორტი და თავდაჯერება არ გვაქვს. შესაძლოა, თავდაპირველად შეხვედრა სასიამოვნო იყოს, მაგრამ არა ისეთი, რომ შემდგომი შეხვედრებიც გამართოთ, თუმცა ამას ვერ ამბობთ, რადგან სხვა ადამიანის შეურაცხყოფა არ გსურთ… სწორედ ამიტომ, თავს არიდებთ მას, თანაც, არცერთი პრობლემაა იმდენად დიდი ან რთული, რომ ვერ გავექცეთ… მიუხედავად ამისა, თავაზიანი უარყოფა ტრავმას უფრო მტკივნეულს ხდის. მწარე სიმართლე ის არის, რომ ჩვენ უფრო მეტად საკუთარ დისკომფორტზე ვღელავთ და ნაკლებად, იმაზე, რომ ასე სხვას გულს ვტკენთ. 

ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კულტურაა — ბიზნესში Ghosting მომწამვლელ შედეგებს იძლევა. უარყოფა იშვიათად არის თავაზიანი და ანადგურებს ნდობას, რაც თანამშრომლობითი კულტურისთვის აუცილებელია. აი, როგორ უნდა მოიქცნენ ეთიკური ლიდერები:

  • ყოველთვის უნდა უპასუხონ ელ.ფოსტებსა და სატელეფონო ზარებს
  • ელ.ფოსტაზე უნდა დააყენონ ავტომოპასუხე: მადლობა ელ.ფოსტისთვის. მინდა იცოდეთ, რომ შეტყობინება წავიკითხე და გიპასუხებთ, როგორც კი მოვახერხებ. თუ ეს საკითხი სასწრაფოა, გთხოვთ, დამირეკოთ…
  • თუ თქვენი ელ.ფოსტა გადავსებულია, დაამატეთ: მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა, დროულად ვუპასუხო წერილებს, ხანდახან ზოგიერთი ბევრ შეტყობინებაში იკარგება, ამიტომ, თუ რამდენიმე დღეში არ დაგიბრუნდით პასუხით, გთხოვთ, ისევ დამიკავშირდეთ.

როცა მიხვდებით, რომ Ghosting-ის მსხვერპლი ხართ, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ზრდილობა და პროფესიონალიზმი, მაგრამ იყავით პირდაპირები. აქ იუმორიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხოლო, თუ რამდენიმე მცდელობის შემდეგ პასუხს მაინც არ მიიღებთ, საბოლოო ელ.ფოსტა მიწერეთ: თუ ხვალამდე არ მივიღებ თქვენს პასუხს, ჩავთვლი, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა დამთავრებულია

არ გახდეთ პრობლემის ნაწილი, როცა ცუდი ამბის გაზიარება გიწევთ, წარმოიდგინეთ, რომ Nike-ისთვის მუშაობთ: Just do it!

  • მადლობა შემოთავაზებისთვის. ეს თავდაპირველად საკმაოდ პერსპექტიული ჩანდა, თუმცა მე ვერ შევძლებ ასე გაგრძელებას. გისურვებთ წარმატებებს.
  • ვისიამოვნე ერთად გატარებული დროით, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ეს განვითარება ურთიერთსასარგებლო იქნება და არ მინდა თქვენი დროის ფუჭად ხარჯვა. საუკეთესო სურვილებით!
  • ვაფასებ ასეთ დამოკიდებულებას, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრი ვალდებულება მაქვს აღებული.
  • ვფიქრობდი, რომ ეს ღირებული იდეა იყო, მაგრამ ამაში ჩემს უფროსს ვერ დავაჯერებ.
  • ამ პოზიციის მიმართ დიდი ინტერესი იყო და ჩვენ ბევრი კვალიფიციური კანდიდატისთვის მოგვიწია უარის თქმა. მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო.

დიახ, მარტივია — მკაფიო კომუნიკაციას ბევრი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება. პატივისცემისა და ყურადღების გამოვლენით კეთილგანწყობის მოპოვებასაც კი მოახერხებთ, რასაც, შესაძლოა, მომავალში საოცარი შედეგიც ჰქონდეს. დაბოლოს, ყველაზე მეტად თქვენს ადამიანობას იმით ინარჩუნებთ, რომ ექცევით სხვებს ისე, როგორც თავად გსურთ, რომ მოგექცნენ…



„შეწყვიტეთ წარმატების მუდმივი დევნა და დააფასეთ საკუთარი მიღწევები“ — Tiger Beer-ის კამპანია

2023 წლის ტრენდები მობილური აპლიკაციების სრულყოფისათვის