27
Feb
2019

5 რამ, რაც უნდა გააკეთოთ დიდი შეცდომის დაშვების შემდეგ

27 Feb 2019

შეცდომებს ხშირად ვუშვებთ და ამაში არაფერია განსაკუთრებული. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანური ბუნება მიდრეკილია ამისკენ. თუმცა, შეცდომებზე საუბრისას, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით ის, თუ რა ტიპის შეცდომას უშვებთ და რა მასშტაბებზე შეუძლია გავრცელება მისგან გამოწვეულ უარყოფით გავლენას.. სამსახურში დაშვებული დიდი შეცდომა კი ის მწვავე შემთხვევაა, რომელიც პირისპირ გაყენებთ საფრთხის წინაშე – რომ გაგათავისუფლებენ.. თქვენ შეიძლება სისულელე თქვათ მნიშვნელოვან ბიზნეს შეხვედრაზე ან სულაც არასწორი ბიუჯეტი დაამტკიცოთ, შეიძლება მეილი არასწორ ადამიანთან გააგზავნოთ – ხდება ხოლმე ასე. მთავარი ისაა, რამდენად გაუმკლავდებით შეცდომის დაშვების შემდგომ პერიოდს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოგიდგენთ 5 რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სამსახურში დიდი შეცდომის დაშვების შემდეგ:

დაიმახსოვრეთ, თქვენ მარტო არ ხართ

თქვენ არ ხართ ერთადერთი ადამიანი ოფისში, რომელმაც შეცდომა დაუშვა. შესაბამისად, ნუ ორიენტირდებით, ამ შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარ თავზე და ნუ გეგონებათ, რომ შეცდომებს სხვები არ უშვებენ. არავინაა სრულყოფილი – არც თქვენ და არც თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ, იყვნენ 100%-ით წარმატებულები, ეს შეუძლებელია.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

სამსახურში უთანხმოებები ხშირია. სხვადასხვა ინტერესების გამო ადამიანები არც თუ ისე იშვიათად კარგავენ სიმშვიდეს და გადადიან უხეშ საუბარზე. ეცადეთ, რომ ეს არ დაგემართოთ, რადგანაც შეცდომის დაშვების შემდეგ ადამიანის ქმედებებს სხვები სენსიტიურად იღებენ. შესაბამისად, თქვენივე სიმშვიდის დაკარგვა მომდევნო შეცდომად ჩაგეთვლებათ.

განაგრძეთ საქმიანობა, რომელსაც შეცდომამდე შეუდექით

შეცდომის დაშვება სიკვდილის ტოლფასი არ არის. კარგმა ლიდერებმა ყოველთვის იციან, რომ მათი სიკარგე ღირებული გამოცდილებებიდან და ექსპერიმენტებიდან მოდის. გაითავისეთ თქვენი შეცდომა და აიღეთ მასზე პასუხისმგებლობა. განაგრძეთ საქმიანობა და დაამტკიცეთ, რომ შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია.

მოემზადეთ მომავლისთვის

მას მერე, რაც თქვენივე “გაფუჭებულის” შეკეთებაზე დაიწყებთ ზრუნვას, დაფიქრდით გამომწვევ მიზეზებზე, განსაზღვრეთ თქვენივე ქმედებები და გააანალიზეთ, რა უნდა გააკეთოთ მომავალში იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციაში აღარ აღმოჩნდეთ. შეგიძლიათ ყველაფერ ამაზე თქვენს უფროსთანაც გულწრფელად ისაუბროთ, რაც თქვენივე პიროვნებას სანდო ადამიანად წარმოაჩენს მის თვალში.

ისიამოვნეთ იმით, რასაც აკეთებთ

წარუმატებლობა უდიდეს როლს თამაშობს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში. რეალურად, განვითარების გზაზე შეცდომები ხშირად ეხმარებათ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, გახდნენ უკეთესები. დიდი იდეები (არ აქვს მნიშვნელობა, უცბათ მოსული თუ ბევრი ფიქრის შედეგად) სწორედ გამოცდილების შედეგად მოდის. თქვენ შეიძლება დღეს შეცდომა დაუშვით, თუმცა, ხვალ მას ახალ შესაძლებლობად განიხილავთ, შესაძლებლობად, რომელიც რაიმე ინოვაციურსა და კრეატიულს შეგაქმნევინებთ. ასე რომ, ძალიანაც ნუ დაისტრესებით და ისიამოვნეთ თქვენი საქმით.

დაიმახსოვრეთ, თქვენ შეიძლება დაუშვათ შეცდომა, თუმცა, მაინც მიაღწიოთ დიდ წარმატებას. რადგან აქ მთავარი სურვილი და მონდომებაა. გააჩნია, თქვენ ამ შეცდომას რა კუთხით შეხედავთ..

წყარო: Inc



განხილვა