in

რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, თუკი დამსაქმებელი კომპანია მუდმივ დისტანციურ სამუშაოზე გადადის?

Simform–ის 2021 წლის დისტანციური სამუშაოების კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული კომპანიების 82% გეგმავს დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა განუსაზღვრელი ვადით მისცენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მსოფლიოს ზოგიერთმა უდიდესმა კორპორაციამ, როგორიცაა: Facebook, Spotify, Microsoft, Salesforce, Twitter და Slack, შეადგინა გრძელვადიანი დისტანციური სამუშაო გეგმები 2021 წლის შემდეგ პერიოდში.

სახლიდან მუშაობა მოსახერხებელია, მაგრამ ამან შეიძლება არაპროდუქტიული ჩვევების განვითარებას შეუწყოს ხელი. თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახლიდან მუშაობას ცდილობდით, ახლა დროა მასთან შეგუება ისწავლოთ, რათა კარგად და პროდუქტიულად იგრძნოთ თავი თქვენს ახალ სამუშაო გარემოში.

მოცემული მარტივი სტრატეგიებით შეძლებთ, რომ მოკლევადიანი მოლოდინი გრძელვადიან მოლოდინად აქციოთ დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით.

ფიზიკური მომზადება მუდმივი დისტანციური მუშაობისთვის

როგორ უნდა მოაწყოთ ადგილი, რომ სახლიდან მუდმივად იმუშაოთ? როგორ მოლოდინები გექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ოფისში არ ბრუნდებით? გასათვალისწინებელია რამდენიმე ძირითადი დეტალი.

შეადგინეთ დილის რუტინა

განმეორებადი, თანმიმდევრული ყოველდღიური რუტინა დაგეხმარებათ მოტივაციისა და მიზანზე ორიენტირების გაზრდაში, რაც ზრდის საერთო პროდუქტიულობის დონეს. რიტუალების შექმნა არის მარტივი გზა სტრუქტურის შესაქმნელად დღის სამუშაო პროცესში.

შეიძლება მაცდური აზრი იყოს კომპიუტერის საწოლში მოტანა და აქედან მუშაობა, მაგრამ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს მუშაობაზე. ენერგიის ამაღლების ზოგიერთი დილის რიტუალი შეიძლება მოიცავდეს:

  • კაბინეტში შესაბამისი ტანსაცმლის შეცვლა;
  • საუბარი მეგობართან ან ოჯახის წევრთან სოციალური იზოლაციის თავიდან ასაცილებლად;
  • ყოველი დღისთვის ჩამოწერეთ გეგმები და მიზნები;

გამოყავით თქვენი სამუშაო ადგილი თქვენი დანარჩენი სახლისგან

დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე ადაპტაციისას, სასარგებლოა ტახტიდან ან სამზარეულოს მაგიდიდან ცალკე ოთახში გადაინაცვლოთ, რომელიც მოგცემთ საშუალებას, ხელი არ შეგეშალოთ მუშაობაში. დასაქმებულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ გამოყოფილი სამუშაო სივრცე ამაღლებს მათ პროდუქტიულობას სახლში.

დააყენეთ სიგნალი დღის განმავლობაში, რომელიც მოძრაობას შეგახსენებთ

დისტანციური მუშაობა და ერთ ადგილზე ყოფნა ხშირად გვავიწყებს მოძრაობას. მაშინ, როცა ვარჯიშს სტრესის შემცირება, კონცენტრაციის გაუმჯობესება, შემეცნების უნარის გაუმჯობესება და კრეატიულობის ამაღლება – განმარტავს ნეირომეცნიერი ბენ მარტინოგა.

მაშინაც კი, თუ თანამშრომელი არ გყავთ სალაპარაკოდ ან შეხვედრა, რომელიც ადრე გასეირნების საშუალება იყო, ადექით და თავად გადაადგილდით. დააყენეთ მაღვიძარა დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რათა შეახსენოთ თავს მოძრაობა.

გონებრივი ადაპტაცია მუდმივი დისტანციური მუშაობისთვის

დააყენეთ ეკრანზე შეზღუდვები თქვენს ტელეფონში

2020 წლის მონაცემებით, ინტერნეტის მომხმარებლებმა Statista-ს ბოლოდროინდელი მონაცემების საფუძველზე, დღეში 145 წუთი (დაახლოებით 2,4 საათი) გაატარეს სოციალურ მედიაში. მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაანადგუროს თქვენი დისტანციური მუშაობის რეჟიმი.

ეცადეთ, დათრგუნოთ შეტყობინებების შემოწმების, “ნიუსფიდის” თვალიერების, კომენტარებზე პასუხის გაცემის სურვილი. სწორედ ამიტომ, დააყენეთ მობილურში ეკრანის შეზღუდვები.

მოუსმინეთ გარემოს ფონურ მუსიკას ფოკუსის გასაზრდელად

სახლში კონცენტრირება რთულია. ამის გამოსწორება შეიძლება ატმოსფერული დაბალი ჟღერადობის მუსიკის მოსმენით. ეს ჟანრი არ მოითხოვს იმდენ აქტიურ მოსმენას, როგორც ამას მოითხოვს ტრადიციული მუსიკა. შედეგად, ის ჩვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს და ბევრად პროდუქტიულს გვხდის.

გამოიყენეთ დროის მენეჯმენტისთვის აპლიკაცია

დროის მენეჯმენტი შეიძლება ისეთივე რთული იყოს სახლში, როგორც ოფისში. ოფისში სამუშაოს 60%-ის შესრულება არ გვიწევს სახლში, რადგან არ გვიწევს ხშირი შეხვედრები ფიზიკურად და გზაში დროის კარგვა, თანამშრომლებთან საუბარი და ა.შ თუმცა, ხშირად გვიწევს სახლის ელემენტარული საქმეების გაკეთება და ამიტომაც, დროის მენეჯმენტი სახლში შეიძლება უფრო რთული იყოს.

სამუშაოსთვის გაფლანგული საათების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ დროის თვალყურისდევნების პლატფორმა, როგორიცაა Harvest, Toggl ან Clockify.

წყარო: Fast Company



„ქედი ტვ“-დან McCANN Tbilisi-მდე, ანუ გზა 1992 წლიდან – დღემდე!

11 მითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ