in

What You Leave Behind — კამპანია სიყვარულსა და დანაკარგზე

სიკვდილი ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, თუმცა მაინც გვიჭირს ამ საკითხზე საუბარი — თან მაინც ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ჩვენ გამონაკლისები ვიქნებით და სულ ვიარსებებთ. ცხადია, ეს ფენომენი დიდ გამოწვევას უქმნის სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული კომპანიების მარკეტინგს. ამიტომაც, 116 წლის სადაზღვევო ბრენდმა Amica ახალი მიდგომის გამოყენება გადაწყვიტა, კამპანიით „What You Leave Behind“.

BOG

პროექტი სამ მოკლემეტრაჟიან ვიდეორგოლს მოიცავს — თითოეულ მათგანს კი აერთიანებს შთაგონება, ცხოვრების მნიშვნელობა და მშვენიერება ვიპოვოთ. გარდაცვლილი ადამიანის მიერ დატოვებულ ნივთებში, იქნება ეს დრამი, რეცეპტების წიგნი თუ ანტიკვარული კამერა, ყოველთვის შეიძლება ემოციურ კავშირს გვინარჩუნებდეს.

„კამპანიისთვის სიუჟეტური მიდგომა ავირჩიეთ, რათა სიცოცხლის დაზღვევის კონცეფცია უკეთ აღქმადი და რეალური გაგვეხადა. ის რეალურ ამბებზეა აგებული, რაც გულწრფელად გადმოგვცემს, რამდენად მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ჩვენი წასვლის შემდეგ“, — განმარტავს ტორა პაჩისი, Amica Insurance-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების უფროსი ხელმძღვანელი.

ამასთან, კამპანიის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ Mother in New York, Media by Mother და Warner Bros.

კომპიუტერული ბრენდის მრავალმილიარდიანი იდეა, რომელიც კაფეში დაიბადა

Instagram-ზე Reels-ის ჩამოტვირთვას უკვე ყველა მომხმარებელი შეძლებს!