დაბადების თარიღი, ოჯახის წევრები, საყვარელი ფილმი, კერძი, მუსიკა, წიგნი, გასართობი, მნიშვნელოვანი თარიღები და ა.შ – ეს იმ ინფორმაციის მცირე ჩამონათვალია, რასაც Facebook თითოეულ მომხმარებელზე ფლობს და რისი გაგებაც სხვებსაც შეუძლიათ. თუმცა, ერთადერთი, რასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელს წარმოდგენაც კი არ აქვს, ეს თქვენი მკერდია. ორგანიზაცია MACMA-მ, მკერდის კიბოსთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად, ორიგინალური სარეკლამო ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელიც გვირჩევს, Facebook-ის 3,000-ჯერ შემოწმების ნაცვლად, წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოვიკვლიოთ მკერდი და თავიდან ავიცილოთ რთული ონკოლოგიური დაავადებები. ვიდეორგოლი სააგენტო DAVID-თან თანამშრომლობით შეიქმნა.