in

WhatsApp-ის “Communities”-ზე წვდომა უკვე ყველას ექნება!

აპლიკაციაში კიდევ 3 სიახლეა…

veon
veon

სატესტო რეჟიმის შემდეგ, Communities-ზე წვდომა WhatsApp-ში უკვე ყველას ექნება. საზოგადოებების შექმნის ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ცალკეული ჯგუფები ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანონ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ განახლებები, რომლებიც მთლიან საზოგადოებას ეგზავნება და დააორგანიზონ პატარა სადისკუსიო ჯგუფები, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემების შესახებ. მრავალ ჯგუფს შორის გადართვა კი საკმაოდ მარტივია.

WhatsApp-ის Communities მის ადმინისტრატორებს ახალ ინსტრუმენტებზეც მისცემს წვდომას, როგორიცაა განცხადებების შეტყობინებები, რომლებიც ყველას გაეგზავნება და იმის კონტროლი, თუ რომელ ჯგუფებს უნდა მოიცავდეს ეს. ამ ფუნქციაზე წვდომა Android-ზე მიმოწერის ზედა ნაწილში, ხოლო iOS-ზე ქვედა ნაწილში შეუძლიათ მიიღონ. აქ მომხმარებლები სრულიად ახალი საზოგადოების შექმნასა და მასში ახალი ჯგუფების დამატებას შეძლებენ.

 

Communities-ის დამატებით, მიზნად ვისახავთ, ავამაღლოთ ბარიერი იმისა, თუ როგორ ურთიერთობენ ორგანიზაციები იმ დონის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან, რომელსაც სხვაგან ვერსად იპოვით. დღეს ხელმისაწვდომი ალტერნატივები მოითხოვს აპლიკაციებისადმი ან პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებისადმი ნდობას და ვფიქრობთ, რომ ისინი უსაფრთხოების მაღალ დონეს იმსახურებენ, — აცხადებენ WhatsApp-ში. 

მეტიც, WhatsApp-ს Communities გარდა, კიდევ 3 სიახლე აქვს: 

  • ჩათებში გამოკითხვების შექმნა შესაძლებელი გახდება, რათა დაეხმარონ ჯგუფებს, მიიღონ გადაწყვეტილებები
  • ვიდეო ზარები უკვე 32 ადამიანთან ერთად შეგიძლიათ განახორციელოთ
  • ჯგუფებში WhatsApp-ის 1024 მომხმარებლამდე დამატებას შეძლებთ

მეცნიერები მთვარის ნიადაგს საწვავის შესაქმნელად იყენებენ — კვლევა

რაში გვჭირდება ბიზნესკონსულტანტი? – თამთა შერმადინი