თუ თქვენი პოსტებისა და შეტყობინებებისთვის შესაფერის ემოჯებს დიდხანს ეძებთ, WhatsApp ამ საქმეს მალე გაგიმარტივებთ — ახალ ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც AI სტიკერებს თქვენი ტექსტის მიხედვით შექმნის. WhatsApp Beta v2.23.17.14 დაინსტალირების შემდგომ, ახალი ღილაკი Create სტიკერების ჩანართში გამოჩნდება. მიღებული ვერსიებიდან კი შეგიძლიათ, სასურველი აირჩიოთ და მეგობრებს გაუზიაროთ.
AI-ის მიერ გენერირებულ სტიკერებს სპეციალური ნიშანიც ექნება, რათა მომხმარებელი არ დააბნიოს და მარტივად მიახვედროს, რომ იგი ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. კომპანიის თანახმად, „AI სტიკერები მეტას უსაფრთხო ტექნოლოგიის გამოყენებით გენერირდება. თქვენ ყოველთვის შეძლებთ მიღებული სტიკერების კონტროლს, მაგალითად თუ ჩათვლით, რომ AI სტიკერი საზიანო ან შეუსაბამოა, ჩვეულებრივ შეგიძლიათ დაარეპორტოთ“.
ახალ ფუნქციას WhatsApp ამჯერად ბეტა მომხმარებლების შეზღუდულ რაოდენობაზე ტესტავს, თუმცა ამბობენ, რომ მასშტაბებს მალე გაზრდიან… რაც შეეხება უშუალოდ AI სტიკერებს, რომლებიც ტექნოლოგიასა და კრეატიულობას აერთიანებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქვს პოტენციალი, ჩვენი საუბრები მეტად უნიკალური, პერსონალური და ინკლუზიური გახადოს.