ამგვარად, აპლიკაცია კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდება… სულ ახლახან WhatsApp-ის ჩატის ახალი ფილტრების შესახებ განაცხადეს, რათა მომხმარებლებმა კონკრეტული ტიპის შეტყობინებებზე წვდომა მარტივად მიიღონ. ზუსტად იმ ფილტრებს ვგულისხმობთ, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ — All, Unread და Groups.
პირველ ვარიანტს თავისთავად ხედავთ შეტყობინებებში, რომლებიც ყველა მიმოწერას ერთად გაჩვენებთ. ხოლო Unread, როგორც სახელი გვეუბნება, იმ შეტყობინებების მოძიებაში დაგეხმარებათ, რომელთა წაკითხვაც ვერ მოახერხეთ და თუ წაუკითხავი შემოსული შეტყობინებების ციფრები თქვენც გაწუხებთ ხოლმე, ეს ფილტრი ამ დისკომფორტისგანაც გაგათავისუფლებთ.
შესაძლოა, გაგახსენდათ, რომ WhatsApp-ს წაუკითხავი შეტყობინებების პოვნის ფილტრი უკვე აქვს საძიებო ზოლში და არც ცდებით, მაგრამ ეს ახალი ფილტრი ჩატის ეკრანის ზედა ნაწილში იქნება მოთავსებული, რითაც მარტივად ხელმისაწვდომიც ხდება.
რაც შეეხება მესამე Groups-ის ფილტრს, ყველაზე მოთხოვნად ფუნქციად ასახელებენ ყველა ჯგუფურ ჩატში სწრაფი სქროლვისთვის. ფილტრი ასევე აჩვენებს საუბრებს ქვეჯგუფებში, რომლებიც Communities-ის ნაწილია — WhatsApp-ის დისკუსიის ჯგუფური ფუნქციის. Gmail-ის მომხმარებლებმა, შესაძლოა, ეს ფუნქცია Google-ის ელ.ფოსტის სერვისს შეადარონ, რომლებმაც ძიების გამარტივებისთვის მსგავსი ხელსაწყო მომხმარებლებს 2020 წელს შესთავაზა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილტრების პირველი ტალღაა, რადგან კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ ზემოთ ჩამოთვლილს მალე Contacts-სა და Favorites-ს დაამატებს. პირველს იმისათვის, რომ უცნობი ადამიანებისა და ბიზნესებისგან მიღებული შეტყობინებები გაფილტროს, ხოლო მეორეს იმისათვის, რომ ხშირად გამოყენებული კონტაქტები შემოგვთავაზოს.
WhatsApp-ის თქმით, სამივე ფილტრი უკვე ჩაეშვა მთელ მსოფლიოში, ეტაპობრივად კი ყველა მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.