in

WhatsApp სკამერებისგან ახალი ფუნქციებით დაგვიცავს

სკამერების აღმოჩენაში რომ დაგეხმაროთ, WhatsApp-მა ახალი ფუნქციის ჩაშვება გადაწყვიტა. კიდევ უფრო მშვიდად რომ იყოთ, მსოფლიოს მასშტაბით 6.8 მილიონზე მეტი WhatsApp ანგარიში წაშალა, რომლებიც კრიმინალური სკამერების ცენტრებს უკავშირდებოდა…

ახალი ფუნქციები შექმნილია იმისათვის, რომ თაღლითების აღმოჩენაში როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ჩატებში დაგვეხმაროს. ამ უკანასკნელისთვის მეტას მფლობელობაში არსებულმა პლატფორმამ ე. წ. უსაფრთხოების განხილვის ფუნქცია შემოგვთავაზა, რომელიც მაშინ გამოჩნდება, როცა თქვენს საკონტაქტო სიაში არარსებული პირი ახალ ჯგუფში დაგამატებთ. ეს ფუნქცია განიხილავს ჯგუფის შესახებ მთავარ ინფორმაციებს და რჩევებსაც მოგაწვდით, თუ როგორ იზრუნოთ უსაფრთხოებაზე. 

მაგალითისთვის, შეგეძლებათ, ნახოთ, ვინც ამ ჯგუფში დაგამატათ, არის თუ არა თქვენს კონტაქტებში და ამ ჯგუფის წევრებიდან რომელიმეც ხომ არ მოიძებნება თქვენსავე საკონტაქტო სიაში. თუ იცნობთ ამ ჯგუფს, ჩატში შესვლა და მეტი კონტექსტის ნახვა შეგეძლებათ, სხვა შემთხვევაში კი შეტყობინებებს არ მიიღებთ მანამ, სანამ არ მონიშნავთ, რომ ამ ჯგუფში დარჩენა გსურთ. 

რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩატებს, პლატფორმა აღნიშნავს, რომ სკამერებს შეუძლიათ თქვენთან საუბრები ნებისმიერ ადგილზე დაიწყონ ინტერნეტში მანამ, სანამ WhatsApp-ის მსგავს აპლიკაციებზე გადმოვლენ. ამ ტაქტიკისგან თავის დასაცავად, აპლიკაცია ახალ გზებს ტესტავს, რათა ადამიანებს მანამ შეატყობინონ, სანამ პოტენციურ სკამერთან დაიწყებენ საუბარს. მაგალითად, გამაფრთხილებელ ფუნქიცონალზე მუშაობენ, რომელიც მაშინ გააქტიურდება, როცა კონტაქტებში არმყოფ პირთან დაიწყებთ მიმოწერას, იგი გაჩვენებთ დამატებით კონტექტს იმის შესახებ, თუ ვის უგზავნიან შეტყობინებას…

„სკამერები ხან ყალბი მოწონებებისთვის გადასახადს გთავაზობდნენ, ხანაც კრიპტოვალუტაში ინვესტირებას. როგორც OpenAI აცხადებდა, სკამერები ChatGPT-ის იყენებდნენ ტექსტის დასაგენერირებლად, რომელიც WhatsApp-ის ჩატის ლინკსაც მოიცავდა, შემდგომ კი სწრაფად გადაჰყავდათ ტელეგრამში, სადაც ტიკტოკზე ვიდეოების მოწონება ევალებოდათ. სკამერები ნდობის მოპოვებას თავიანთი სქემის გაზიარებით ცდილობდნენ, იმის ჩვენებით, თუ რამდენი გამოიმუშავა თეორიულად მათმა სამიზნემ, სანამ მეორე ამოცანად კრიპტოანგარიშზე ამ თანხის შეტანას სთხოვდნენ“.

WhatsApp-ის თქმით, მომხმარებლებს შეუძლიათ, თავი დაიცვან თაღლითობისგან იმ შემთხვევაში, თუ პასუხის გაცემამდე დაფიქრდებიან, იკითხება თუ არა შეტყობინება ლეგიტიმური დავალების მსგავსად. შემდეგ უნდა დასვან კითხვა, რამდენად აზრიანია კონკრეტული მოთხოვნა ან ხომ არ აიძულებენ რაიმე მოქმედება დაიწყონ. ხოლო, თუ ისინი ამტკიცებენ, რომ მეგობრები ან ოჯახის წევრები არიან, მათი ვინაობის დასადასტურებლად კომუნიკაციის სხვა მეთოდი უნდა გამოიყენოთ.

ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე — საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება

Coinbase სტატუს-კვოს მუსიკალური რეკლამით უპირისპირდება