in

მალე WhatsApp-ში ჯგუფის კონკრეტულ წევრებთან დარეკვას შეძლებთ

ჯგუფური ჩატი ალბათ თქვენც გაქვთ, თუმცა დამატებითი ჩატის შექმნაც გიწევთ, როცა მათგან მხოლოდ რამდენიმესთან გაქვთ საქმე… ახლა კი WhatsApp ამ ამბავს გაგიმარტივებთ — ახალი ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ჩატიდან მხოლოდ იმ ადამიანებს დაურეკოთ, რომლებსაც მონიშნავთ. უკეთეს რეზოლუციასაც შესთავაზებენ მომხმარებლებს და დესკტოპზე განახლებულ დარეკვის ჩანართსაც. ასე კი იმიტომ იქცევიან, რომ როგორც პერსონალური, ისე სამსახურებრივი ზარებისთვის Google Meet-სა და Zoom-ს დავემშვიდობოთ. 

ამგვარად, თუ ჯგუფიდან ვინმესთვის სიურპრიზის გაკეთებას აპირებთ და გსურთ, არაფერი გაიგოს, ამას მარტივად მოახერხებთ ან თუ იცით, რომ გუნდის ნაწილი შეხვედრაზეა, მათ თქვენი ზარით აღარ შეაწუხებთ…

რაც შეეხება დესკტოპ აპლიკაციას, ისე შეცვალეს, რომ ღილაკები პირდაპირ ჩანდეს, რათა შეუფერხებლად დარეკოთ, შექმნათ ახალი ლინკი და აკრიფოთ ნომერი. თუ WhatsApp-ს დავუჯერებთ, რეზოლუციაც გაუმჯობესდება, როგორც ერთი-ერთზე, ისე ჯგუფური ზარებისთვის მობილურ და დესკტოპ ვერსიებში.

აღსანიშნავია, რომ წელს აპლიკაციამ ჯგუფებში 32 ადამიანამდე დამატების შესაძლებლობა მისცა მომხმარებლებს, რასაც ეკრანის აუდიოთი გაზიარების ფუნქციაც დაუმატა. ამ და სხვა ფუნქციების პრაქტიკულობის გამო კი დღეს ბევრი ორგანიზაცია WhatsApp-ს შიდა კომუნიკაციისთვის იყენებს.

საშობაო სოფელი ჰაერში? — გინესის რეკორდი 5 000 დრონით დაამყარეს

დიზაინერმა ფანქრით დახატული ილუსტრაციებით თამაში შექმნა