in

WhatsApp-მა Apple Watch-ის აპლიკაცია ჩაუშვა!

გამოდის, მომხმარებლები პირველად შეძლებენ თავიანთი Apple Watch-ების გამოყენებას WhatsApp-ის შეტყობინებების მისაღებად, მესიჯების წასაკითხად, ხმოვანი გზავნილების ჩასაწერად თუ გასაგზავნად… 

ეს ახალი გამოცდილება დაგეხმარებათ ჩატების საქმის კურსში დარჩეთ ისე, რომ არ დაგჭირდეთ iPhone-ის შემოწმება. გარდა შეტყობინებების წაკითხვისა და პასუხების გაცემისა, WhatsApp Apple Watch-ზე ბევრ სხვა თქვენ მიერ მოთხოვნილ ფუნქციას შემოგთავაზებთ, — ვკითხულობთ ბლოგში.

ამ ფუნქციებს შორის შეტყობინებებზე რეაქციების გაკეთება იგულისხმება, რასაც ჩატის ისტორიის ნახვა და უფრო მკაფიო ფოტოებსა თუ სტიკერებზე წვდომა ემატება. მომავალში კი უფრო მეტი ფუნქციონალის დამატებას გვპირდებიან…

ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თქვენი პერსონალური შეტყობინებები და ზარები აქაც დაშიფრული იქნება, ამიტომ კონფიდენციალურობაზეც აღარ უნდა იდარდოთ.

WhatsApp-ის Apple Watch-ის აპლიკაციაზე წვდომის მისაღებად Apple Watch Series 4 ან უფრო ახალი მოდელი დაგჭირდებათ, რომელიც მინიმუმ watchOS 10-ზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ WhatsApp-მა მაისში iPad-ის აპლიკაციაც შესთავაზა მომხმარებლებს. 

გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის – „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა

BTU-ში საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბი დაარსდა