in

WhatsApp ბიზნესის ახალ ფუნქციას ნერგავს!

იგი ჯერჯერობით მხოლოდ სან-პაულუში გადის ტესტირებას

veon
veon

WhatsApp მომხმარებლებს ბიზნესთან დაკავშირებულ ახალ ფუნქციას სთავაზობს. მისი მეშვეობით, შეგეძლებათ, მრავალ კატეგორიაში ახლომდებარე ადგილობრივი ბიზნესი დაათვალიეროთ, როგორიცაა მანქანები, ტანსაცმელი, საკვები და ა. შ. ამასთან, ახალი მახასიათებელი კონფიდენციალურობას ითვალისწინებს და პიროვნების ადგილმდებარეობა არ იქნება შენახული.

საგულისხმოა, რომ ახალ ფუნქციაზე წვდომა ნებისმიერი ანდროიდის მომხმარებელს ექნება – ჯერჯერობით ის მხოლოდ სან-პაულუში იტესტება, ანუ იმ ადგილას, რომელსაც მილიონობით მცირე ბიზნესის სახლს უწოდებენ. თუმცა უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებში გავრცელებაც იგეგმება. ამ თვალსაზრისით, Facebook-ის ბიზნეს შეტყობინებების ვიცე-მდივანმა მეტ იდემამ სავარაუდო კანდიდატად ინდონეზია დაასახელა.

რეკომენდაციების შემცველი ბიზნეს ფუნქცია შეიძლება, განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს აპლიკაციისთვის, რომელიც რეკლამებს არ იყენებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქი შედარებით ნელა ახდენს აპლიკაციის მონეტიზაციას, რეკლამა სულაც არ სცილდება WhatsApp-ის შესაძლებლობებს. ასე რომ, ნამდვილად არსებობს იმის მოლოდინი, რომ რეკლამა აღნიშნული აპლიკაციის ბიზნეს მოდელის ნაწილი გახდება.

თამაზ მჭედლიძე – #პირველისამსახური

შეწყვიტეთ დასაქმების კანდიდატების სოციალური გვერდების შემოწმება