in

WhatsApp ბიზნესის კატეგორიაში ახალ ფუნქციას ნერგავს!

ახლომდებარე ბიზნესების ძიების ახალი მექანიზმი კომპანიებისთვის საკმაოდ გამოსადეგია

veon
veon

ელექტრონული კომერციისა და ბიზნესის თვალსაზრისით დიდი შესვენების შემდეგ WhatsApp ახალ ფუნქციას გვთავაზობს. მახასიათებელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ახლომდებარე ბიზნესები პირდაპირ აპლიკაციაში მოძებნონ.

WABetainfo გუნდის თანახმად, რამდენიმე თვის წინ WhatsApp-მა სან პაულოს მომხმარებლებს შესანიშნავი ბიზნეს ცნობარი მიაწოდა. ახლომდებარე ბიზნესების ძიების ახალი მექანიზმი კი ამ იდეის გაგრძელებას წარმოადგენს. აპლიკაციაში გაჩნდება ახალი განყოფილება, სახელწოდებით “მიმდებარე ბიზნესები”, სადაც კატეგორიები მომხმარებლის არჩევანის მიხედვით იფილტრება.

თავის მხრივ, კომპანიებში დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ შემოთავაზებული ფუნქციის საპასუხოდ, რადგან ამ გზით, თითოეული მათგანი მეტად თვალსაჩინო გახდება. ამრიგად, უახლოეს მომავალში შეძლებთ, ისეთი დაწესებულებები მოძებნოთ, როგორიცაა სასტუმროები, სასადილოები, სასურსათო პროდუქტები ან ტანსაცმლის მაღაზიები. და, რაც მთავარია, ეს სასარგებლო მექანიზმი ხელმისაწვდომი იქნება როგორც iOS-ის, ისე ანდროიდ მომხმარებლებისთვის.

აშკარაა, რომ კომპანია ბიზნესისა და კომერციის სეგმენტის განვითარებაზე ზრუნავს. ამაზე მიუთითებს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული Business Info გვერდი. ასევე, იგეგმება საკონტაქტო ინფორმაციის გვერდის რედიზაინი და მასში საძიებო მალსახმობის დამატება. გარდა ამისა, აპლიკაცია ერთ-ერთ საუკეთესო სავაჭრო ინსტრუმენტებს გვთავაზობს. მათ შორისაა პროდუქტების კატალოგები და საყიდლების კალათის ვარიანტები.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ახალი ფუნქცია მასშტაბურად ხელმისაწვდომი, თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირს…

„მადლობა შენ!“ – როგორ ჩაერთოთ ფარმადეპოს საახალწლო კამპანიაში?

საახალწლო ფოტო-ლატარია 29 დეკემბერს ჩატარდება — გათამაშდება ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები