in

WhatsApp Business-ს ორი ახალი AI ფუნქცია დაემატება

WhatsApp სპეციალურად ბიზნესებისთვის შექმნილ აპლიკაციას ახალ AI ფუნქციებს ამატებს. დიდ ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს ხმოვანი ზარებით დაუკავშირდნენ, რაც, თავის მხრივ, აპლიკაციას AI ხმოვანი აგენტების პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომხმარებლებს პროდუქტების რეკომენდაციებსაც შესთავაზებენ. 

WhatsApp Business-ს ყოველთვიურად თითქმის 200 მილიონი მომხმარებელი იყენებს და მეტასთვის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. კომპანია ფულს დაკლიკებადი რეკლამებით იღებს და მოვაჭრეებს თანხას შეტყობინებების ფუნქციაშიც ართმევს. 

მართალია, ეს ამბავი ჯერ AI ფუნქციებს არ ეხება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მასშტაბური ჩაშვებისას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც ფასიანი გახდება. 

დღეს მცირე ბიზნესანგარიშებს უკვე შეუძლიათ ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა WhatsApp-ზე, თუმცა მსხვილ ბიზნესებს აქამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. მომდევნო კვირებში კი ამას API-ის საშუალებით მოახერხებენ. კომპანიებს Vapi-ის, ElevenLabs-ის, Coval-ისა და Phonic-ის მსგავსი სტარტაპების დახმარებით საკუთარი ხმოვანი აგენტების დაყენება შეეძლებათ და მისთვის მომხმარებელთა მომსახურების გადაბარება. 

გვეუბნებიან, რომ მალე მომხმარებლებსაც მისცემენ შესაძლებლობას, გაგზავნონ და მიიღონ ხმოვანი შეტყობინებები ბიზნესებიდან. 

სიახლეები ეტაპობრივად ჩაეშვება ბიზნესპლატფორმის მომხმარებლებისთვის, მომდევნო კვირებში კი მომხმარებელთა ბაზის უმეტეს ნაწილს მოიცავს. 

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

დააგროვეთ ქულები და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის