in

WhatsApp-ში ვიდეო ზარების ბმულის შექმნას შეძლებთ

veon
veon

ვიდეო ზარების ბმულები Zoom-სა და Google Meet-ში უკვე ფართოდაა გავრცელებული, ახლა კი იგი უკვე WhatsApp-ზეც ხდება ხელმისაწვდომი. დიახ, თქვენ საშუალება გექნებათ, ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს ვიდეო ზარების ბმული გაუზიაროთ. 

მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანია ახლა 32 ადამიანის ვიდეო ზარს ტესტავს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კონკრეტული ფუნქციის შესახებ Whatsapp-მა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, ამ კვირაში კი უკვე იგი ყველა მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ასე რომ, ახალ ფუნქციაზე წვდომისთვის მოგიწევთ, თვალყური ადევნოთ Whatsapp-ის განახლებებს… 

თანაც, პროცესი საკმაოდ მარტივია: მომხმარებლები ბმულის შექმნას ზარების ჩანართიდან შეძლებენ, შემდეგ კი ჩვეულებრივ გაუზიარებენ სხვებს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტულ ბმულს ვადა 90-დღიანი უმოქმედობის შემდეგ ეწურება. ხოლო, თუ მას ისეთ ადამიანს გაუგზავნით, რომელსაც ექაუნთი ჯერ არ აქვს, ისინი აპლიკაციის ჩამოტვირთვის ველში გადამისამართდებიან.

როგორ უნდა მიიპყროს ბრენდირებულმა პროგრამამ ყურადღება?

ვოლვო ქარსი უსაფრთხოების ახალ ტექნოლოგიას — ინტერიერის დაცულობის სისტემას წარადგენს