გასული წლების განმავლობაში Meta-სა და Instagram-ის რებრენდინგის შემდეგ, მარკ ცუკერბერგის ყურადღება WhatsApp-ზე გადაერთო — მესიჯების აპლიკაციაზე, რომელიც მან 2014 წელს 19 მილიარდ დოლარად შეისყიდა.
ობიექტურად თუ შევაფასებთ WhatsApp-ის განახლებული იერი არის მცდელობა, დანარჩენ ტექნიკურ პაკეტს გამოეყოს. „ეს არ არის სოციალური ქსელი, არამედ უსაფრთხო, პირადი საუბრებისთვის განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანების დაკავშირების საშუალებას იძლევა“, — ამბობენ Koto-ში, სტუდიაში, რომელიც ახალი უნივერსალური დიზაინის სისტემის უკან დგას.
კრეატიული სააგენტოს იდეით, რებრენდინგი პროდუქტის გამოცდილებასა და მარკეტინგს შორის კავშირს აღრმავებს. „Forward. Together“ დიზაინის სისტემა შეტყობინებების აპლიკაციის რეპუტაციას ეფუძნება და პოზიციონირებს, როგორც უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელი. ამის ვიზუალურად გამოსახატად, სტუდიამ კვლავ ნათელი პალიტრა აირჩია. ხოლო გრაფიკული მოდულები, რომლებიც შეიცავს შეტყობინებებს და შინაარსს, ასახავს WhatsApp-ის გამოცდილებას.
„სიმარტივე, მოქნილობა და მრავალფეროვნება… გლობალური აუდიტორიის დაკავშირებისას, როგორც ვიზუალურად, ისე ვერბალურად, ეს სისტემა წარმოადგენს WhatsApp-ის გამოცდილების საფუძველს“, — განმარტავს Koto.