in

WhatsApp-მა დიზაინი განაახლა

WhatsApp როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებს განახლებულ დიზაინს სთავაზობს, რათა 2 მილიარდი ყოველდღიური მომხმარებლის გამოცდილება გააუმჯობესონ. ამას კი მათზე მორგებული ცვლილებებითა და ახალი ფერთა სქემით აპირებენ — WhatsApp-მა გადაწყვიტა, აპლიკაციაში მწვანე ფერი უფრო დომინანტური გახადოს, ამიტომ ახლა იგი ღილაკებზეც შეგხვდებათ.

BOG
BOG

თუმცა სანამ აქამდე მივიდოდნენ, დიზაინის გუნდმა ფერის 35 ვერსია განიხილა, საბოლოოდ კი, მწვანესთან ერთად, ნეიტრალურ ტონებზე შეჯერდნენ. სიახლეები Dark Mode-ის რეჟიმსაც ეხება, უფრო კონტრასტული და მუქი ხდება, რათა დაბალი განათების პირობებში თვალის დაძაბულობა შეამციროს.

WhatsApp-ის ნიშნები და ილუსტრაციებიც განახლდა მეტად მომრგვალებულ და კონტურულ სტილში, ახალ ანიმაციებთან და ფონებთან ერთად, რომლებიც აპლიკაციას მეტად დინამიკურსა და მხიარულს ხდის.

ანდროიდის მომხმარებლებს მეტად გამარტივებულ ნავიგაციას სთავაზობენ. როგორც ვიგებთ, Chats, Calls და Status უფრო ხელმისაწვდომი გახდება ცალი ხელით გამოყენების დროსაც კი. Communities-ზე წვდომაც გამარტივდება და ამასთან, საძიებო ველიც Chats-ის ჩანართის თავზე გადაიტანეს, რითაც სურთ, კონკრეტული შეტყობინებებისა თუ კონტაქტების პოვნა გაგვიმარტივონ. 

დაბოლოს, თუ აქამდე ეს სიახლეები WhatsApp-ის მხოლოდ ბეტა რეჟიმში იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე გლობალურად ჩაეშვა.

რატომ გაუკეთა Ford-მა მძღოლებს გრიმი?

Oreo-მ სკოლის მოსწავლეებისთვის სათამაშო შექმნა — Art of Play