რამდენიმე თვის წინ WhatsApp-მა ემოჯი რეაქციების 6 ვარიანტი გამოუშვა, მაგრამ ახლა ეს უკვე ყველა რეაქციას მოიცავს.
„ჩვენ WhatsApp-ში ნებისმიერი ემოჯის რეაქციად გამოყენების საშუალებას გაძლევთ“, — აცხადებს მარკ ზაკერბერგი, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი და ამასთან, მის საყვარელ ემოჯებსაც გვიზიარებს: 🏄♂️ 🍟 👊 💯
ემოჯის რეაქციები კი კომუნიკაციის პროცესს ამარტივებს და მას მეტად ლაკონიურსაც ხდის, მაგალითად, შეტყობინების გამომგზავნისთვის სიცილის რეაქციის გაგზავნით იგი მალევე მიხვდება, რა ემოცია გამოიწვია მისმა ნათქვამმა და ამისთვის დამატებითი სიტყვები აღარ დაგჭირდებათ.
ემოციების გამოხატვა კი ძალიან მარტივია — დიდხანს დააჭირეთ იმ შეტყობინებას, რომელზეც რეაქციის გამოხატვა გსურთ, მარჯვნივ + სიმბოლო აირჩიეთ, რათა ემოჯების სრული სია იხილოთ, შემდეგ კი თქვენთვის სასურველი აირჩიეთ და იგი ჩვეულებრივ შეტყობინების ქვეშ გამოჩნდება.
დიახ, WhatsApp-ის განახლება Messenger-ის მსგავსია და ანალოგიურად მუშაობს სმარტფონებზეც. იგი აპლიკაციას რეგიონების მიხედვით ეტაპობრივად ემატება და, სავარაუდოდ, მისით სარგებლობას თქვენც მალე მოახერხებთ.