ვერ ვიტყვით, რომ, ზოგადად, Favorites-ის ფუნქცია ჩვენთვის სიახლეს წარმოადგენს, მაგრამ ახლა იგი უკვე WhatsApp-ს ემატება, რათა მარტივად იპოვოთ თქვენი საყვარელი ჩატები თუ ჯგუფები. თანაც უკვე ჩაეშვა გლობალურად და თუ თქვენს აპლიკაციაში ჯერ ვერ იპოვეთ, არ იდარდოთ, რადგან მომდევნო კვირებში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ამგვარად, საშუალებას მოგცემთ, თქვენი ოჯახის ან სამეგობროს ჩატი შეტყობინებების თავზე მოაქციოთ და მასზე წვდომა მარტივად მიიღოთ. მეტიც, Favorites ზარების ჩანართშიც დაამატეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის საყვარელ კონტაქტებთან დარეკვასაც დაუყოვნებლივ შეძლებთ.
ხოლო იმისათვის, რომ კონტაქტი ან ჯგუფი Favorite-ების სიაში მოაქციოთ, ჯერ Favorites-ის ფილტრი უნდა აირჩიოთ ჩატის ეკრანიდან, შემდგომ Add favorite-ს უნდა დააკლიკოთ და კონკრეტული ადამიანები ან ჯგუფები აირჩიოთ. შეგიძლიათ, პირდაპირ ჩატში შეხვიდეთ, დიდხანს დააკლიკოთ და შემდგომში აირჩიოთ Add to favorite. ამისთვის მესამე ვარიანტიც გაქვთ — Settings > Favorites > Add to Favorite. შეცვლას კი ნებისმიერ დროს შეძლებთ.











